17:38 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-21 12:00:37, 1517 ნახვა

ომი უკრაინაში
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 28 850-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს

დღემდე, რუსულმა არმიამ 28 850-მდე ჯარისკაცი დაკარგა.

რუსეთის სავარაუდო დანაკარგი 24 თებერვლიდან 21 მაისი დილის 6.00 საათისთვის ასეთია

  • ჯარისკაცი - დაახლოებით 28 850;
  • ტანკი - 1 278;
  • ჯავშანტექნიკა - 3 116;
  • საარტილერიო სისტემა - 596;
  • სარაკეტო სისტემა - 201;
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა - 93;
  • თვითმფრინავები - 204;
  • ვერტმფრენი - 169;
  • სამხედრო საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები - 2 178;
  • ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 462;
  • გემი/ნავი/კატარღა - 13;
  • სპეციალური აღჭურვილობა - 43;
  • საკრუიზო რაკეტები - 104.

 აღსანიშნავია, რომ გარდაცვლილი ჯარისკაცების სრულ აღრიცხვას არ აკეთებს თავად რუსეთი. 

ცნობისთვის, 24 თებერვალს, დილის საათებში, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ საომარი მოქმედებების დაწყების გადაწყვეტილება მიიღო. უკრაინაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადდა და საჰაერო სივრცე ჩაიკეტა. რუსი ოკუპანტები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებიდან უტევენ.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკის ივლისის PLUS შეთავაზებები - დააგროვეთ მეტი PLUS ქულა ყოველდღიურ გადახდებზე
პაპუაშვილი ელისაშვილის წინააღმდეგ: ტერორისტებიც ამბობენ, რომ უსამართლობას ებრძვიან
“მცირე ბიზნესის ჯაჭვი” - საქართველოს ბანკი ახალი ინიციატივით ბიზნესებს შორის თანამშრომლობას აძლიერებს
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში, ივნისის თვეში, 600 მეწარმე ჩაერთო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics