17:37 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-20 22:42:04, 1714 ნახვა

ომი უკრაინაში
ერმაკი - ქვეყნების ნაწილი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს თავს არიდებს, მათ შორის ჩვენი მეგობარი საქართველო

უსამართლოა, როცა ქვეყნები სანქციების გვერდის ავლით საკუთარ შემოსავალს ზრდიან. - ამის შესახებ ინფორმაციას ატლანტიკური საბჭოს დისკუსიაზე უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ანდრი ერმაკი ავრცელებს.

მისივე თქმით, ამ ე.წ. შავ სიაში ჩვენი მეგობარი ქვეყანა საქართველოც მოიაზრება.

"უსამართლოა, როცა ქვეყნები სანქციების გვერდის ავლით საკუთარ შემოსავალს ზრდიან. ისინი ძირითადად აზიური ქვეყნები არიან. სამწუხაროდ, ამ ე.წ. შავ სიაში ჩვენი მეგობარი ქვეყანა საქართველოც მოიაზრება".  - განაცხადა ერმაკმა.

შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკის ივლისის PLUS შეთავაზებები - დააგროვეთ მეტი PLUS ქულა ყოველდღიურ გადახდებზე
პაპუაშვილი ელისაშვილის წინააღმდეგ: ტერორისტებიც ამბობენ, რომ უსამართლობას ებრძვიან
“მცირე ბიზნესის ჯაჭვი” - საქართველოს ბანკი ახალი ინიციატივით ბიზნესებს შორის თანამშრომლობას აძლიერებს
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში, ივნისის თვეში, 600 მეწარმე ჩაერთო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics