23:11 - 26 Jul, 2026
|
2022-03-15 21:49:50, 704 ნახვა
მსოფლიო
რუსი ოკუპანტები მედიის წარმომადგენლების ხოცვას კვლავ აგრძელებენ - დაღუპულია უკრაინელი ჟურნალისტი
რუსმა სამხედროებმა უკრაინაში კიდევ ერთი ჟურნალისტი მოკლეს. შემთხვევა კიევის რაიონის, სოფელ გორენკაში, რუსი ოკუპანტების მიერ საარტილერიო დაბომბვისას მოხდა. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა, ანტონ გერაშჩენკომ განაცხადა . მისი თქმით, ტელეკომპანია FoxNews-ის ოპერატორი, პიერ ზაკრევსკი და უკრაინელი ჟურნალისტი, ალექსანდრა კურშინოვა დაიღუპნენ. „რუსი ფაშისტები ჟურნალისტების ხოცვას კვლავ აგრძელებენ. ტელეკომპანია FoxNews-ის ოპერატორი, ირლანდიის მოქალაქე, პიერ ზაკრევსკი და უკრაინელი ჟურნალისტი, ალექსანდრა კურშინოვა რუსული ფაშისტური ჯარების მიერ, სოფელ გორენკას ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, საარტილერიო დაბომბვის შედეგად დაიღუპნენ", - ნათქვამია მოხსენებაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)