|
2022-03-15 17:25:38, 855 ნახვა
მსოფლიო
ალექსანდრ ლუკაშენკო - უკრაინამ ბელარუსის მიმართულებით რაკეტა გაისროლა, მათ ჩვენი ომში ჩართვა სურთ
ორი დღის წინ უკრაინიდან ბელარუსის მიმართულებით ტაქტიკური ბალისტიკური რაკეტა Точка-У-ს გაისროლეს, - ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა. მისი თქმით, შემთხვევა ღამით მოხდა, რაკეტა რუსმა და ბელარუსმა სამხედროებმა ქალაქი პრიპიატის თავზე გაუვნებელყვეს. "სადღაც მდინარის მახლობლად დევს. ვისაც აინტერესებს, წადით და ნახეთ დამალული არ არის", - დასძინა ბელორუსის პრეზიდენტა. ლუკაშენკოს თქმით, ამ გზით ისინი ცდილობენ ბელარუსის ჩათრევას უკრაინაში არსებულ სიტუაციაში. "რა არის ეს? მათ უნდათ ბელორუსის დაბომბვა ერთი რაკეტით ? ეს რაკეტა უბრალოდ ჩვენამდე არ აღწევს. მაგრამ რატომ აკეთებენ? იმისთვის, რომ გამოგვიწვიონ და პასუხი გავცეთ, თუ ვუპასუხებთ, ღირსეულად ვუპასუხებთ რასაც ყველა დაინახავს“, - განაცხადა ლუკაშენკომ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)