|
2021-08-11 15:24:34, 680 ნახვა
საზოგადოება
ბესარიონ სიმონიშვილმა შინდისის გმირების ხსოვნას პატივი მიაგო
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი წოწკოლაურმა და დევნილთა სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა 2008 წლის 11 აგვისტოს შინდისის ბრძოლაში გმირულად დაღუპული 17 ქართველი ჯარისკაცის ხსოვნას პატივი მიაგეს. ბესარიონ სიმონიშვილის განცხადებით, შინდისის გმირების თავდადება და პატრიოტიზმი სამაგალითო და საამაყოა თითოეული ქართველისთვის. „13 წლის წინ, სწორედ ამ დღეს, 17-მა ქართველმა გმირმა თავი შესწირა სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლას. მინდა, კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო მათ ოჯახებს და მადლობა გადავუხადო სამშობლოს თავისუფლებისთვის თავგანწირული შვილების გაზრდისთვის. მათი თავდადება უკვალოდ არ ჩაივლის და ქვეყანა, რომელსაც შინდისის გმირები ჰყავს, აუცილებლად გაერთიანდება“, - განაცხადა ბესარიონ სიმონიშვილი.
საქართველოს ბანკის საერთაშორისო სასტიპენდიო პროგრამებზე მიღება გრძელდება
სეს: 2 ტონამდე ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცის რეალიზაციის მცდელობა აღვკვეთეთ
2024 წელს სამტრედიაში მელიაზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება განახლდა - გადაკვალიფიცირდა მუხლი
ვეფხია კასრაძე მადლობას უხდის თანამებძოლებს, ვინც დაბადების დღე მიულოცა
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)