|
2021-08-11 12:03:55, 590 ნახვა
საზოგადოება
კახა კალაძე - საჯარო სექტორიდან კვალიფიციური კადრების გადინების შესაჩერებლად, შრომითი ანაზღაურების საკითხი მუნიციპალიტეტის მასშტაბითაც გადაიხედება
მომავალი წლიდან შრომითი ანაზღაურების საკითხი მუნიციპალიტეტის მასშტაბითაც გადაიხედება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა და საჯარო სამსახურში დასაქმებულთა ანაზღაურების ზრდასთან დაკავშირებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ორი დღის წინ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა. მისი თქმით, არსებული განაკვეთებით, რომელიც წლებია არ შეცვლილა, სათანადოდ არ არის დაფასებული სახელმწიფოს და მოქალაქეების სამსახურში მყოფი ადამიანების შრომა. კახა კალაძემ მერის მოადგილეებს დაავალა, ცენტრალურ ხელისუფლებასთან მჭიდრო თანამშრომლობით, აქტიურად იმუშაონ აღნიშნულ საკითხზე, რათა ხელფასების მატება მომავალი წლის იანვრიდან გახდეს შესაძლებელი. „მინდა, გამოვეხმაურო საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ორი დღის წინ გაკეთებულ განცხადებას საჯარო სამსახურში დასაქმებულთა ანაზღაურების ზრდასთან დაკავშირებით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და სწორი. ამასთან დაკავშირებით ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია და პანდემიამდე გადაწყვეტილებაც კი გვქონდა მიღებული ხელფასების ზრდასთან დაკავშირებით, თუმცა, არსებულმა პანდემიამ რადიკალურად შეცვალა ჩვენი გეგმები. რადიკალურად შეიცვალა იმ პროექტების განხორციელების პროგრამა, რომელიც გამოცხადებული გვქონდა, თუმცა, პრიორიტეტი გახდა სხვა მიმართულებები. იმის გათვალისწინებით, რომ გვაქვს კარგი ეკონომიკური ზრდა, მომავალი წლიდან, როგორც ეს ჩვენ პრემიერის განცხადებიდან მოვისმინეთ, შესაძლებელი იქნება ხელფასების მატება. ჩვენი მიზანია, არსებული განაკვეთები შეძლებისდაგვარად, მაქსიმალურად დაუახლოვდეს კერძო სექტორში არსებულ განაკვეთებს, ამ ორი მაჩვენებლის ერთმანეთთან ბმა მოხდეს, ხელფასების მატებას მუდმივი ხასიათი ჰქონდეს და არა ისე, როგორც უკანასკნელი წლების განმავლობაში გვქონდა. უკვე რამდენიმე წელია ხელფასების გადახედვა არ მომხდარა, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან ცუდია“, - განაცხადა კახა კალაძემ.
საქართველოს ბანკის საერთაშორისო სასტიპენდიო პროგრამებზე მიღება გრძელდება
სეს: 2 ტონამდე ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცის რეალიზაციის მცდელობა აღვკვეთეთ
2024 წელს სამტრედიაში მელიაზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება განახლდა - გადაკვალიფიცირდა მუხლი
ვეფხია კასრაძე მადლობას უხდის თანამებძოლებს, ვინც დაბადების დღე მიულოცა
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)