18:55 - 04 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-02 16:47:21, 437 ნახვა

საზოგადოება
მუხიანის მესამე მიკრორაიონში სკვერის მოწყობის სამუშაოები დაიწყო

მუხიანის მესამე მიკრორაიონის N12 საცხოვრებელ კორპუსთან სკვერი მოეწყობა. აღნიშნულ მისამართზე, მოსახლეობის ინიციატივით, ავტოფარეხების დემონტაჟი განხორციელდა, გლდანის რაიონის გამგეობამ კი, სკვერის მოწყობის სამუშაოები დაიწყო. 

პროექტის ფარგლებში, ტერიტორიაზე მოეწყობა ბავშვთა გასართობი და დასასვენებელი ზონა, მოსასვენებელი პავილიონები, დამონტაჟდება გარე განათებისა და სარწყავი სისტემები. ჩატარდება გამწვანების სამუშაოები - დაირგვება ხეები და დაითესება ბალახი. ასევე, განთავსდება სკვერისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა, მოიხატება კედლები. 

აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები მოსახლეობის ინიციატივით, გამგეობასთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის ფარგლებშიც, მოსახლეობა თავის მხრივ, პროექტის მიმდინარეობისას და მისი დასრულების შემდეგ, სკვერის გაფრთხილებასა და მოვლა-პატრონობაში ჩაერთვება.  

მემორანდუმების მიზანი გამგეობის მიერ დაგეგმილ პროექტებში მოსახლეობის აქტიური ჩართულობაა. მემორანდუმი ასევე, ემსახურება ცნობიერების ამაღლებას, ვანდალიზმის ფაქტების შემცირებასა და მოსახლეობის სამოქალაქო აქტივობის ზრდას. მსგავსი ტიპის მემორანდუმი გაფორმდება ყველა იმ მისამართზე მცხოვრებ საინიციატივო ჯგუფთან, სადაც რეკრეაციული და გასართობი სივრცეები მოეწყობა. 

გლდანის რაიონის გამგებელი ლევან ნაროუშვილი მუხიანის მესამე მიკრორაიონის N12 კორპუსის მცხოვრებლებს შეხვდა და სკვერის მოწყობის პროექტის დეტალები გააცნო.  

აღნიშნული სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 131 882 ლარია გათვალისწინებული.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ქარელის და მასრნერულის საბავშვო ბაღებში ბავშვებს საქონლის ხორცის ნაცვლად ცხენის ხორცს აჭმევდნენ
ქართველმა და ესპანელმა სამართალდამცველებმა ქალაქ ვალენსიაში ქართული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავეს
არქიმანდრიტი დოროთე - შიო მესამეს თავისი დარღვეული სწავლება სისრულეში მოჰყავს
ნარმანია: წინასწარი შეფასებით, II სისტემური ავარიის მიზეზი იმერეთის ხაზზე ავარია იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics