|
2021-07-26 14:21:47, 588 ნახვა
საზოგადოება
აჭარა საინვესტიციო ფორუმს მასპინძლობს
ბათუმში, სასტუმრო „ჰილტონში", ბიზნეს ფორუმი საქართველო-პოლონეთი გაიმართა. ფორუმი აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ გახსნა. ფორუმის ფარგლებში აჭარის საინვესტიციო პოტენციალზე, მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრეს. „აჭარა მასპინძლობს ბიზნეს ფორუმს, სილეზიისა და აჭარის რეგიონების, ხელისუფლების და კერძო სექტორის მონაწილეობით. ორივე რეგიონის როგორც სამთავრობო, ასევე აღმასრულებელი და წარმომადგენლობითი ორგანოს სრული შემადგენლობა მივესალმებით და მხარს ვუჭერთ ყველა შესაძლო თანამშრომლობას, რომელიც ამ ორი რეგიონის კერძო სექტორის წარმომადგენლებს შორის შესაძლოა განვითარდეს. ახლა ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი რეგიონისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გაფართოებული ვაქცინაცია და სწრაფი ეკონომიკური აღდგენა, რომელიც ერთის მხრივ მოგვცემს საშუალებას შევინარჩუნოთ და შევქმნათ ახალი სამუშაო ადგილები. ეს პოსტპანდემიურ პერიოდში ყველაზე აქტუალური საკითხია და მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს პოლონელ მეგობრებს, სტრატეგიულ პარტნიორებს რომ კერძო სექტორთან ერთად იღებენ მონაწილეობას ამ ფორუმში" - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ სიტყვით გამოსვლისას. ფორუმზე რეგიონის საინვესტიციო შესაძლებლობებზე სპეციალური პრეზენტაცია გაიმართა. ფორუმის მონაწილეებმა აჭარის საპრივატიზაციო ობიექტებზე, საქართველოში ბიზნესის დაწყების რეგულაციებზე, რეგიონის ეკონომიკის ძირითად პარამეტრებზე ინფორმაცია მიიღეს. ბიზნეს ფორუმს საქართველოსა და პოლონეთში ლოჯისტიკის, ტურიზმის, ინოვაციური ტექნოლოგიების, მშენებლობის სფეროში მოღვაწე დაახლოებით 30 კომპანიის წარმომამადგენელი დაესწრო.
ქარელის და მასრნერულის საბავშვო ბაღებში ბავშვებს საქონლის ხორცის ნაცვლად ცხენის ხორცს აჭმევდნენ
ქართველმა და ესპანელმა სამართალდამცველებმა ქალაქ ვალენსიაში ქართული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავეს
არქიმანდრიტი დოროთე - შიო მესამეს თავისი დარღვეული სწავლება სისრულეში მოჰყავს
ნარმანია: წინასწარი შეფასებით, II სისტემური ავარიის მიზეზი იმერეთის ხაზზე ავარია იყო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)