22:40 - 04 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-21 12:36:41, 1382 ნახვა

საზოგადოება
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია კახა კალაძის მიერ მედიის საქმიანობასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას გმობს

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია დედაქალაქის მერის, კახა კალაძის მიერ 20 ივლისს, მედიის საქმიანობის ძალადობრივი ჯგუფების ქმედებასთან შედარებას გმობს და განცხადებას ავრცელებს.

ქარტიაში განმატავენ, რომ საქართველოში ჟურნალისტების თავისფაული მუშაობისთვის არასათანადო გარემო იქმნება და პოლიტიკოსების აგრესიული რიტორიკა მედიის წარმომადგენლების უსაფრთხოებაზე აისახება.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს ხელისუფლების წარმომადგენლებს საკუთარი აგრესიული დამოკიდებულებით არ წაახალისონ მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმა და შეწყვიტონ საუბარი აზრის, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შემზღუდავ ნორმებზე, მხარი დაუჭირონ მედიის თავისუფლებას და გადავიდნენ საქმიანი ურთიერთობის რეჟიმზე.

,,ჩვენ არაერთხელ გამოვთქვით შეშფოთება პოლიტიკოსების აგრესიული რიტორიკის გამო, რომლითაც საქართველოში იქმნება არასათანადო გარემო მედიაორგანიზაციებისა და ჟურნალისტების თავისუფალი მუშაობისათვის. აღნიშნული უარყოფითად აისახება ჟურნალისტთა უსაფრთხოებაზე. სწორედ მმართველი პარტიის განცხადებებით იქნა წახალისებული 5 ივლისს მედიის 53 წარმომადგენლის მიმართ ძალადობრივი ქმედებები“, - აღნიშნულია განცხდებაში.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 20 ივლისს, კახა კალაძემ მისი თბილისის მერობის კანდიდატად წარდგენისას განაცხადა, რომ ძალადობა და სიძულვილი კლავს ჩვენს ქვეყანას, თუმცა „არანაკლები ბოროტებაა ფსიქოლოგიური ძალადობა“. მისივე თქმით, წლების განმავლობაში სხვაასხვა ტელეეთერებიდან და ტელევიზიებიდან ხდება ადამიანების დამცირება, ცილისწამება, მათი ბულინგი, განსხვავებული პოლიტიკური თუ სხვა ნიშნის გამო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ქარელის და მასრნერულის საბავშვო ბაღებში ბავშვებს საქონლის ხორცის ნაცვლად ცხენის ხორცს აჭმევდნენ
ქართველმა და ესპანელმა სამართალდამცველებმა ქალაქ ვალენსიაში ქართული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავეს
არქიმანდრიტი დოროთე - შიო მესამეს თავისი დარღვეული სწავლება სისრულეში მოჰყავს
ნარმანია: წინასწარი შეფასებით, II სისტემური ავარიის მიზეზი იმერეთის ხაზზე ავარია იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics