|
2021-07-21 11:53:27, 999 ნახვა
საზოგადოება
არმიჰოლში Agile Spirit 2021-ის დაწყებასთან დაკავშირებით საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა
საქართველოს თავდაცვის ძალები მრავალეროვნული სამხედრო სწავლებისთვის „მტკიცე სული 2021“ (Agile Spirit 2021) ემზადება. საქართველოსა და რეგიონისთვის სწავლების მნიშვნელობის, ამოცანებისა და მიზნების შესახებ თავდაცვის სამინისტროს არმიჰოლში საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა. სიტყვით გამოსვლისას თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ყურადღება გაამახვილა სწავლების მასშტაბებსა და სიახლეებზე, ასევე პარტნიორობისა და რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის მნიშვნელობაზე, რასაც მსგავსი სახის წვრთნები ემსახურება. საინფორმაციო ბრიფინგზე თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა მონაწილე ქვეყნების სამხედრო ძალებს შორის ურთიერთთავსებადობის ამაღლებაზე, კოორდინაციის გაზრდასა და პარტნიორ ქვეყნებს შორის ნდობის ხარისხის გაძლიერებაზე ისაუბრა. სიტყვით გამოვიდა ასევე, აშშ-ის თავდაცვის ატაშე, პოლკოვნიკი სტეფანი ბეგლი, რომელმაც საქართველოსა და აშშ-ს შორის მტკიცე პარტნიორობასა და საქართველოს თავდაცვის ძალების გაზრდილ შესაძლებლობებზე გაამახვილა ყურადღება. სწავლების მიზნის, ამოცანების, სასწავლო რაიონების, მონაწილე ქვეყნების, ტექნიკისა და აღჭურვილობის, ასევე სწავლებაში ჩართული ქვედანაყოფების შესახებ პრეზენტაცია კი, სწავლების ხელმძღვანელმა, დასავლეთის სარდალმა, ბრიგადის გენერალმა კობა გრიგოლიამ წარმოადგინა. საინფორმაციო ბრიფინგს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი პირები, დიპლომატიური კორპუსის, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ძირითადი ჯგუფისა და ნატოს სამეკავშირეო ოფისის წარმომადგენლები დაესწრნენ. არმიჰოლში მოწვეული იყვნენ ასევე, იმ სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები, რომლებიც სწავლების მოსამზადებელი ეტაპის უზრუნველყოფაში თავდაცვის უწყებას მხარდაჭერას უწევენ. მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებას Agile Spirit წელს საქართველო უკვე მეათედ უმასპინძლებს. Agile Spirit 2021 ხელს უწყობს რეგიონულ სტაბილურობასა და უსაფრთხოებას, ასევე ავითარებს ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნების შესაძლებლობებს, რათა კიდევ უფრო ეფექტიანად შეძლონ რეგიონულ კრიზისებსა და გამოწვევებზე რეაგირება. სწორედ ამიტომ, სწავლების მთავარი გზავნილია - „ძალა პარტნიორობაშია“. #AgileSpirit #StrengththroughPartnership
ქარელის და მასრნერულის საბავშვო ბაღებში ბავშვებს საქონლის ხორცის ნაცვლად ცხენის ხორცს აჭმევდნენ
ქართველმა და ესპანელმა სამართალდამცველებმა ქალაქ ვალენსიაში ქართული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავეს
არქიმანდრიტი დოროთე - შიო მესამეს თავისი დარღვეული სწავლება სისრულეში მოჰყავს
ნარმანია: წინასწარი შეფასებით, II სისტემური ავარიის მიზეზი იმერეთის ხაზზე ავარია იყო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)