12:50 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-30 13:01:57, 753 ნახვა

ეკონომიკა
ნათია თურნავა - ეკონომიკის სამინისტრო ჩაერთო საქართველოში სამედიცინო ჟანგბადის წარმოების სიმძლავრეების გაუმჯობესებაში

​ეკონომიკისა მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრის დავალებით, ეკონომიკის სამინისტრო ჩაერთო საქართველოში სამედიცინო ჟანგბადის წარმოების სიმძლავრეების გაუმჯობესებაში.

მისი თქმით, სამინისტრო მონაწილეობას მიიღებს სამედიცინო ჟანგბადის მარაგების გაზრდის პროცესში.

„პრემიერ-მინისტრის დავალებით ეკონომიკის სამინისტრო ჩაერთო საქართველოში სამედიცინო ჟანგბადის წარმოების სიმძლავრეებისა და მარაგების გაზრდის პროცესში. მოგახსენებთ, რომ პანდემიის  მეორე ტალღის დროს პრაქტიკულად სამჯერაა გაზრდილი სამედიცინო ჟანგბადის მოხმარება სამედიცინო დაწესებულების მიერ. კერძოდ, 88 ტონას დღეში აჭარბებს სამედიცინო ჟანგბადის მოხმარება, რაც სამჯერ და მეტად აღემატება პანდემიის ეტაპამდე მაჩვენებელს. ჩვენ ვმუშაობთ, რომ არ შეიქმნას არანაირი დეფიციტი სამედიცინო ჟანგბადის მხრივ.

ოპერატიულად შევიძინეთ თურქეთში, ქარხანაში 10 ახალი ჟანგბადის დიდი სიმძლავრის გენერატორი. ორი უკვე ჩამოვიდა და დამონტაჟდა რუხის კლინიკაში. 17 დეკემბერს ველოდებით რომ კიდევ 6 დანადგარი შემოვა თურქეთიდან და სამი აქედან დამონტაჟდება ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში და სამი თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში“, - განაცხადა თურნავამ.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
მერიამ ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარედ გარემოვაჭრეების დახლები აიღო
სასამართლომ „ფორმულა“ გოგა ხაინდრავასთვის „მორალური ზიანის მიყენების გამო“ 10 000 ლარით დააჯარიმა
იავნანა ქართულის 1-ელი გაკვეთილი, BOG-ის ინიციატივა საზღვარგარეთ მცხოვრები ბავშვებისთვის
რუსეთის უშიშროება: უკრაინის უსაფრთხოების სამსახური მოსკოვის ოლქში სტრატეგიულ ობიექტზე დრონებით მასშტაბურ თავდასხმას გეგმავდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics