ანკარაში სასამართლო შენობასთან, სადაც ამბოხების ორგანიზებაში ეჭვმიტანილი გენერალი მიიყვანეს, უცნობმა პირმა ცეცხლი გახსნა, - ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია CNN Turk ავრცელებს.
სტამბოლის პოლიციის უფროსმა ქალაქის თავზე ვერტმფრენების გაფრთხილების გარეშე ჩამოგდების განკარგულება გასცა, - ამის შესახებ თურქული სააგენტო Anadolu იუწყება.
სტამბოლში, საბიჰა გოქჩენის სახელობის აეროპორტში თურქმა სამართალდამცველებმა ამბოხთან კავშირში ეჭვმიტანილი 11 პირი დააკავეს, - ამის შესახებ France Press იუწყება.
თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობას სამხედრო საჰაერო ძალების ყოფილი სარდალი აქინ ოზთურქი ხელმძღვანელობდა.
თურქეთში შეტაკებების შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 265-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ გამოცემა Washington Post-ი წერს.
News Agency ExpressNews - ექსპრესნიუსი
Epn.ge
Lifestyle News & More