23:04 - 12 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-26 11:18:13, 2560 ნახვა

ეკონომიკა
ლიტვა და საქართველო ხვალ, ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებას გააფორმებენ

ლიტვა და საქართველო ხვალ, ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ შელშეკრულებას ხელს მოაწერენ. 

ამის შესახებ საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში ლიტვის პრემიერ ალგირდას ბუტკევიჩიუსთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე  განაცხადა. 

ღარიბაშვილის ინფორმაციით, უახლოეს მომავალში ლიტვისა და საქართველოს მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის პირველი სხდომა ჩატარდება. 

„მინდა მივესალმო იმ ფაქტს, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა იზრდება, თითქმის გაორმაგდა ლიტველი ტურისტების რიცხვი საქართველოში. ამას ხელი შეუწყო მათ შორის პირდაპირმა რეისებმა  ქუთაისსა და ვილნიუსს შორის, რომელიც გასული წლის მარტიდან დაიწყო.  ჩვენ ასევე მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, სავაჭრო–ეკონომიკური თანამშრომლობის  იმ ნიშნულამდე აყვანა, რომელიც ჩვენი ქვეყნების პოლიტიკური ურთიერთობების მაღალ დონეს შეესაბამება და ეს არის ჩვენი საერთო ამოცანა“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი - პარლამენტში პარტია „საქართველოსთვის“ სახელით მყოფი ხალხი უნდა მიხვდეს, რომ გაქცეული გახარია ამათ დასცინის
ბენზინის დეფიციტის გამო, რუსეთი თვითმფრინავებისთვის საწვავის პრობლემებია
ორწლიანი პაუზის შემდეგ თელ-ავივში მასშტაბური გეი აღლუმი გაიმართა
ხოშტარია: ვმუშაობდი და გავაგრძელებ მუშაობას „მოღალატე რუსების“ წინააღმდეგ სანქციებზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics