19:27 - 29 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-14 15:16:19, 1102 ნახვა

საზოგადოება
პარლამენტთან აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციაზე ვითარება დაიძაბა.

ცოტა ხნის წინ ადგილზე აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც სამოქალაქო აქტივისტებმა ერთ-ერთი შესასვლელის პიკეტირება დაიწყეს.

ამ დროისთვის პარლამენტის გარშემო პოლიციის კორდონები დგას.

შენობის წინ შეკრებილი არიან დემონსტრანტები, რომლებიც ყველას მოუწოდებენ დღეს, 19:00 საათზე აქციაზე მივიდნენ.

შეგახსენებთ, პარლამენტმა დღეს საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტს, რომელიც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებს, პირველი მოსმენით მხარი არ დაუჭირა და კანონპროექტი ჩააგდო. აღნიშნულს საზოგადოების უკმაყოფილება მოჰყვა. სამოქალაქო აქტივისტებმა და სხვადასხვა პოლიტიკურმა პარტიებმა 19:00 საათზე ფართომასშტაბიანი აქცია დააანონსეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სააგენტო: 30-31 ივლისს აღმოსავლეთ საქართველოში წვიმა, სეტყვა და ღვარცოფის საფრთხეა მოსალოდნელი
ქარელში კაცმა ბენზინი გადაისხა - კაცი კლინიკაშია გადაყვანილი
ქობულეთში ცოლზე ძალადობის ბრალდებით კაცი დააკავეს
ბაქომ უკრაინას კრიტიკული ინფრასტრუქტურის შესაკეთებლად 40 ტონა აღჭურვილობა გაუგზავნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics