|
2026-07-29 18:09:08, 267 ნახვა
პოლიტიკა
ბაქომ უკრაინას კრიტიკული ინფრასტრუქტურის შესაკეთებლად 40 ტონა აღჭურვილობა გაუგზავნა
აზერბაიჯანმა უკრაინას კრიტიკული ინფრასტრუქტურის შესაკეთებლად 40 ტონა აღჭურვილობა გაუგზავნა, რაც უკრაინელი რკინიგზელების მუშაობის გაძლიერებასა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის მხარდაჭერას შეუწყობს ხელს. ამის შესახებ უკრაინის ენერგეტიკის სამინისტრომ სოციალურ ქსელ X-ში განაცხადა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, აღჭურვილობა უკრაინაში აზერბაიჯანიდან ენერგეტიკის სამინისტროს სპეციალური ჰაბის მეშვეობით ჩაიტანეს. "მადლობას ვუხდით აზერბაიჯანს და კომპანია STP Global Cable-ს უკრაინისადმი სოლიდარობისა და ჩვენი კრიტიკული ინფრასტრუქტურის მხარდაჭერისთვის" - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ აპრილში პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ აზერბაიჯანში მისი ვიზიტის ფარგლებში ექვსი ორმხრივი დოკუმენტი გაფორმდა. ზელენსკის ვიზიტის შემდეგ აზერბაიჯანმა უკრაინას ჰუმანიტარული დახმარების სახით ხუთი სამგზავრო ავტობუსიც გადასცა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)