19:26 - 29 Jul, 2026
|
2019-11-13 14:41:45, 1508 ნახვა
საზოგადოება
მაკო გომური პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ყვავილებით მივიდა
20 ივნისის საქმეზე დაშავებული მაკო გომური პარლამენტთან მიმდინარე მოძრაობა „სირცხვილიას“ აქციაზე ყვავილებით მივიდა. როგორც მაკო გომურმა აღნიშნა, ყვავილები სახელმწიფოს უძრაობის და მათი უმოქმედობის სიმბოლოა. „პირველ რიგში, აქ მოვედი საკუთარი თავის გამო, შემდეგ კი მხარში ვუდგავარ აქ მყოფ ადამიანებს. 5 თვის შემდეგ მივაღწიე და მოვიპოვე დაზარალებულის სტატუსი და პროპორციულ არჩევნებსაც მივაღწევთ. გვირილების მოტანა არის იმის სიმბოლო, რომ როდესაც რაღაც არის უძრავი და არაფერს არ აკეთებს, ისევე როგორც ეს სახელმწიფო, მას ჩემთვის არანაირი დატვირთვა არ გააჩნია. სახელმწიფო უძრავია და არაფერს არ აკეთებს", - ამბობს მაკო გომური.
ფოტო "ეს პერსონა"
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)