19:27 - 29 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-12 16:26:48, 1092 ნახვა

საზოგადოება
რატევანის ქუჩის იმ მონაკვეთზე, სადაც ასფალტის საფარი არასდროს ყოფილა, გზის რეაბილიტაცია დასრულდა

ნაძალადევის რაიონში, რატევანის ქუჩის ბოლო მონაკვეთზე, სადაც ასფალტის საფარი არასდროს ყოფილა, გზის რეაბილიტაცია დასრულდა. პროექტის ფარგლებში, გრუნტის დამჭერი 31-მეტრიანი კედელი აშენდა, მოეწყო ბორდიური და 2 200 კვ.მ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგო.

ბოლო ეტაპის საგზაო სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე გაეცნო.

„ამ ტერიტორიაზე მხოლოდ გრუნტის გზა იყო და მოსახლეობას, განსაკუთრებით, წვიმიან ამინდში გადაადგილება ძალიან უჭირდა. ახლა უკვე ადგილობრივი მცხოვრებლები სრულად კეთილმოწყობილი გზით სარგებლობენ. გამგეობის მიერ გზის კაპიტალური შეკეთების დაწყებამდე, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ წყლისა და წყალარინების ახალი ქსელები მოაწყო“, - აღნიშნა ირაკლი ხელაძემ.

რატევანის ქუჩის ბოლო ნაწილის რეაბილიტაციისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობამ 154 435 ლარი დახარჯა.

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სააგენტო: 30-31 ივლისს აღმოსავლეთ საქართველოში წვიმა, სეტყვა და ღვარცოფის საფრთხეა მოსალოდნელი
ქარელში კაცმა ბენზინი გადაისხა - კაცი კლინიკაშია გადაყვანილი
ქობულეთში ცოლზე ძალადობის ბრალდებით კაცი დააკავეს
ბაქომ უკრაინას კრიტიკული ინფრასტრუქტურის შესაკეთებლად 40 ტონა აღჭურვილობა გაუგზავნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics