18:17 - 29 Jul, 2026
|
2019-11-12 10:28:13, 1005 ნახვა
საზოგადოება
ქედაში ავტობუსის ამოყირავების შედეგად 15 ადამიანი დაშავდა
ქედაში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 15 ადამიანი დაშავდა. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადას ბათუმისა და ქედის კლინიკებში გადაჰყავთ. პირველადი ინფორმაციით, ორი მათგანის მდგომარეობა მძიმეა და არ არის გამორიცხული ისინი რეანომობილით ბათუმის კლინიკაში გადაიყვანონ. მოქალაქეები ბათუმიდან დაბა ქედისკენ მიდიოდნენ. ავტობუსის გზიდან გადავიდა და ამოყირავდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 276 -ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)