06:19 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-23 15:25:26, 1108 ნახვა

რეგიონი
ლევან დავითაშვილი მოლდოვის რესპუბლიკის ელჩს, გეორგ ლეუკას შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი  მოლდოვის რესპუბლიკის ელჩს, გეორგ ლეუკას შეხვდა. შეხვედრაზე  აგრარული და გარემოსდაცვითი მიმართულებებით შესაძლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

ლევან დავითაშვილმა ვრცლად ისაუბრა საქართველოში მევენახეობა-მეღვინეობის დარგის განვითარების ხელშეწყობის მიზნით განხორციელებულ რეფორმებზე, ასევე ვენახების კადასტრის პროგრამის და ადგილწარმოშობის დასახელებებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვის შესახებ რეგულაციების მნიშვნელობაზე. 

მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების მნიშვნელობაზე და ევროკავშირის მიერ სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის კუთხით განხორციელებული რეფორმების მხარდაჭერაზე.

„ევროკავშირი საქართველოს უმნიშვნელოვანესი პარტნიორია. ჩვენ მნიშვნელოვანი პროგრესი გვაქვს ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების, ასევე  ევროკავშირის რეგულაციებისა და დირექტივების ეფექტიანი დანერგვის კუთხით“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო მევენახეობა-მეღვინეობის, ხორბლის ჯიშების სელექციის, მეთესლეობის განვითარებისა და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით მოლდოვასთვის საქართველოს გამოცდილების  გაზიარების შესაძლებლობებს,   ასევე განახლებადი ენერგიის გამოყენებისა და წყლის რესურსების ინტეგრირებული მართვის საკითხებს.

მოლდოვის რესპუბლიკის ელჩმა, გეორგ ლეუკასმა საქართველოს მიერ დარგში მიღწეული შედეგები დადებითად შეაფასა და ერთობლივი პროექტების განხორციელებისა და აქტიური თანამშრომლობის  სურვილი გამოთქვა.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics