2026-06-22 10:58:09, 271 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
უკრაინის საზღვაო ძალების ცნობით, რუსულმა დრონმა შავ ზღვაში პანამის დროშის ქვეშ მცურავ თურქულ გემ VICTRESS-ს დაეჯახა, რომლის ეკიპაჟის ცხრა წევრი - ეგვიპტის, თურქეთისა და ინდოეთის მოქალაქეები იმყოფებოდნენ.
„რთული სიტუაციისა და ხანძრის შემდგომი გავრცელების საფრთხის გათვალისწინებით, უკრაინის საზღვაო ძალების ნავების ეკიპაჟებმა წარმატებით ჩაატარეს სამაშველო ოპერაცია ნაყარი ტვირთმზიდის ეკიპაჟის ევაკუაციისთვის. სამწუხაროდ, იყო მსხვერპლი“, - იტყობინება უკრაინის საზღვაო ძალები.
ავტორი: ექსპრესნიუსი,