22:46 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-06 11:13:50, 3225 ნახვა

რეგიონი
აჭარაში შშმ სტატუსის განსაზღვრის ახალი პილოტი ინერგება

„სოციალური მოდელის პილოტირება აჭარის რეგიონში“ - პროექტის ფარგლებში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში გაიმართა სამუშაო შეხვედრა აჭარაში მოქმედი სამედიცინო დაწესებულებების, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, ჯანმრთელობის, შრომის და სოციალური დაცვის სამინისტროს, გაეროს ბავშვთა ფონდსა და საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციას შორის.

საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია, გაეროს ბავშვთა ფონდთან ერთად იუსაიდისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ახორციელებს სოციალური მოდელის პილოტს აჭარის რეგიონში. პილოტის პროცესში აჭარაში მოქმედი შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის განმსაზღვრელი 6 სამედიცინო დაწესებულებაა ჩართული. თითოეული დაწესებულებიდან პროექტში მონაწილეობს 1 ექიმი.

პროექტის ფარგლებში ხდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის მქონე ადამიანის ან მაძიებელი პირის სოციალური საჭიროების და ფუნქციონირების შეფასება - სოციალური მოდელის მიხედვით. მსგავსი შეფასება ადგენს როგორ უშლის ხელს პირს ფუქნციონირებაში საკუთარი დიაგნოზი.

პილოტი 2019 წლის 8 აპრილს დაიწყო. პროექტის მხარდამჭერია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო. პროექტის პარტნიორია აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
მოქალაქეების 71% მხარს უჭერს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას, თუმცა 49% მიიჩნევს, რომ საქართველო ევროინტეგრაციის პროცესში არასწორი მიმართულებით მიდის
ლელო: სააკაშვილის განცხადება პოლიტიკური განხეთქილების შექმნის მცდელობაა
ნავროცკიმ ზელენსკის მიმართა „თეთრი არწივის“ სკანდალის ფონზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics