22:46 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-05 20:27:42, 638 ნახვა

რეგიონი
ფრიდონ ფუტკარაძე ღვაწლმოსილ პედაგოგებს ოჯახებში ეწვია

ახალდაბის საჯარო სკოლის პედაგოგმა, შუშანა ფუტკარაძემ 44 წლიანი პროფესიული საქმიანობა დაასრულა და ოქტომბრის დასაწყისში, სახელმწიფოსგან, ჯილდოს სახით, ორი წლის ჯამურ ხელფასს მიიღებს,

ამავე დროს, პედაგოგის დაზღვევას მთელი სიცოცხლის განმავლობაში შეინარჩუნებს. სახელმწიფო პროგრამით ისარგებლებს ამავე სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი ნოდარ დავითაძეც.

დღეს, პედაგოგებს შუახევის მერი ფრიდონ ფუტკარაძე ოჯახებში ესტუმრა, მადლობა გადაუხადა  გაწეული შრომისთვის, მათი დამსახურებისთვის მომავალი თაობების წინაშე და სიმბოლური საჩუქრები გადასცა.

„მინდა მადლობა გადავუხადო პედაგოგებს  წლების განმავლობაში გაწეული შრომისთვის, მათი ამაგისთვის. ნებისმიერი ადამიანის წარმატების უკან დგას პედაგოგთა შრომა და მათი ინვესტიცია. ეს არიან ის ადამიანები, რომლებიც უზრდიან ქვეყანას პროფესიონალ და პატრიოტ ადამიანებს, რომელთა მხრებზეც დგას სახელმწიფოს სიძლიერე. მუნიციპალიტეტში საპენსიო ასაკის პედაგოგებიდან ჯილდოს მიღების სურვილი 62 პედაგოგმა გამოთქვა. მასწავლებელთა დღეს მათ შუახევის რესურსცენტრთან ერთად მოვუწყობთ ღვაწლმოსილი პედაგოგების გამოსამშვიდობებელ საღამოს,"- აღნიშნა ფრიდონ ფუტკარაძემ.

მერთან ერთად პედაგოგები  საკრებულოს წევრმა გურამ ზოიძემ მოინახულა.  

 


 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
მოქალაქეების 71% მხარს უჭერს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას, თუმცა 49% მიიჩნევს, რომ საქართველო ევროინტეგრაციის პროცესში არასწორი მიმართულებით მიდის
ლელო: სააკაშვილის განცხადება პოლიტიკური განხეთქილების შექმნის მცდელობაა
ნავროცკიმ ზელენსკის მიმართა „თეთრი არწივის“ სკანდალის ფონზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics