17:05 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-16 14:55:16, 803 ნახვა

რეგიონი
აქცია „სირცხვილიას“ მონაწილეებსა და ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრებს გუგუტიანთკარში არ პოლიცია არ უშვებს

აქცია „სირცხვილიას“ მონაწილეებსა და ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრებს სოფელ გუგუტიანთკარში, სადაც უკანონო ბორდერიზაციის პროცესი მიმდინარეობს,  შსს-ს წარმომადგენლები არ უშვებენ.

მერეთის ბლოკპოსტთან პოლიციამ ცოცხალი ჯაჭვი გააკეთა და პროტესტანტებს გუგუტიანთკარისკენ გადაადგილება აუკრძალა.

მანამდე აქციის მონაწილეებმა გუგუტიანთკარისკენ გადაადგილება სხვა სოფლიდან სცადეს, თუმცა პოლიციამ მათ მერეთის ბლოგპოსტთან მისვლისა და რეგისტრაციის გავლის მითითება მისცა.

ამასთან, აქციის წევრებმა საპატრულო პოლიცია თავად გამოიძახეს.

მერეთის ბლოგპოსტთან მისულებს პოლიციამ განუცხადა, რომ მათ გუგუტიანთკარისკენ გადაადგილების უფლება შსს-ს პრესსამსახურისგან უნდა მიიღონ.

შსს-ს პრესსამსახურიდან აქციის მონაწილეებმა შესვლის უფლების დაპირება მიიღეს, რაც ამ დრომდე არ შესრულებულა.

აქცია „სირცხვილიას“ მონაწილეები და ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრები აცხადებენ, რომ დაშლას არ აპირებენ და გუგუტიანთკარში მოსახვედრად ყველაფერს გააკეთებენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
23-25 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
Nestle-მ ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ ტელეკომპანია „იმედში“ რეკლამის განთავსების გამო შიდა გამოძიება დაიწყო
ხალხის ფულით ივანიშვილის რეჟიმი 2026 წელს გამოშვებულ 592 ახალ ავტომობილს ₾47 მილიონად ყიდულობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics