11:12 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-15 14:18:05, 2079 ნახვა

რეგიონი
ფრიდონ ფუტკარაძემ რწმუნებულებთან თათბირი გამართა

შუახევის მერმა ფრიდონ ფუტკარაძემ ადმინისტრაციულ ერთეულების რწმუნებულებთან სამუშაო თათბირი გამართა.

თათბირის მუშაობაში მონაწილეობდნენ მერის მოადგილე რუსუდან შავაძე და აჭარის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის შუახევის განყოფილების წარმომადგენელი ედნარ შარაშიძე.

შეხვედრის ძირითად თემას საზაფხულო იალაღებზე არსებული პრობლემების მოგვარება წარმოადგენდა, რომელსაც შუახევის მერი მთებში მოსახლეობასთან შეხვედრების დროს ეცნობოდა.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ხვალიდან ჩირუხის მიმართულებით შუახევის საგზაო დეპარტამენტის წარმომადგენლები შესაბამისი ტექნიკით დაზიანებულ მონაკვეთებს მოაწესრიგებენ. სამუშაოები ეტაპობრივად გაგრძალდება სხვა მთების მიმართულებითაც.

 აღსანიშნავია, რომ მთებში აქტიურად მიმდინარეობს ელექტროფიკაციის სამუშაოები. ადგილობრივებს ემსახურებათ როგორც თსპ-ს მედდები, ასევე ამბულატორიის ექიმები. მათ კონსულტაციას ვეტექიმებიც უწევენ.

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გულია: აფხაზეთს შეუძლია დღეში ათასი უპილოტო საფრენი აპარატით შეუტიოს საქართველოს და 10 დღეში გაიმარჯვოს
„რუმს ჰოტელსისა“ და „აჭარა ჯგუფის“ დამფუძნებელი თემურ უგულავა გარდაიცვალა
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი - ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics