04:22 - 13 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-23 15:08:20, 2611 ნახვა

ეკონომიკა
უცხოელ ინვესტორებს მუშახელის უცხოეთიდან შემოყვანა შეეზღუდებათ

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, ადგილობრივი მუშახელის დასაქმების მაჩვენებლის გასაზრდელად ახალ კანონზე მუშაობს.
მიმდინარე წლის ზაფხულიდან, მუშახელის უცხოეთიდან შემოყვანას „შრომითი მიგრაციის შესახებ კანონი“ დაარეგულირებს.
როგორც „ექსპრესნიუსს“ ჯანდაცვის სამინისტოს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა ელზა ჯგერენაიამ განუცხადა, აღნიშნული კანონპროექტის ამუშავება ქვეყნის ეკონომიკაზე დადებითად აისახება.
მისივე თქმით, კანონის ამოქმედება ინვესტორებს რაიმე სახის საფრთხეს არ შეუქმნის და უფრო მეტიც, მათ სამუშაო ბაზრიდან მუშახელის ადგილზე მოძებნა გაუიოლდებათ.

„ამ კანონპრექტის შექმნის საფუძველი გახდა, 2013 წელს დადგენილებით მიღებული სტრატეგიის დოკუმენტი „შრომის მიგრაციის შესახებ“, ამ კანონპროქტის ამოცანა მიგრაციული პროცესების მართვაა. ეს გულისხმობს უსაფრთხოებას, ტრეფიკინგთან ბრძოლას და ასე შემდეგ.  ეს იქნება კარგი საკუთარი შრომის ბაზრის დაცვისთვის. ეს კარგი იქნება შრომითი ბაზრის პრიორიტეტულად წარმოჩენისათვის, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ვინმეს შეეზღუდება უცხოელი დაასაქმოს. ამ კანონპროექტში იქნება ჩადებული შესაბამისი ნორმები. კანონში არ დევს რაიმე სახის საფრთხეები ინვესტორებისთვის, მათ სამუშაო ბაზრიდან მუშახელის ადგილზე მოძებნა გაუიოლდებათ. ინვესტორი რომ ჩამოდის, ის დაინტერესებულია, რომ ადგილზე მოძებნოს მუშახელი, რადგან მისთვის მუშახელის ჩამოყვანა მეტი ხარჯია, ვიდრე ის, რომ ადგილზე აიყვანოს. ეს სიახლე ინვესტიციების მოსაზიდად არ იქნება შემაფერხებელი, იმიტომ, რომ შრომის მიგრაციის ლეგალიზება ხელს შეუწყობს ინვესტორების უფრო დაინტერესებას, იმიტომ, რო მათთვის ეს რეგულაცია და ფორმალიზაცია, როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოურ შრომით რესურსებთან, კიდევ უფრო გააადვილებს შრომით ურთიერთობებს“,- განუცხადა „ექსპრესნიუსს“ ჯგერენაიამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კრიტიკის ცეცხლში მოყოლილი ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის 1.8 მილიარდი დოლარის ოდენობის კომპენსაციის ფონდი დაბლოკა
პაპუაშვილი - პარლამენტში პარტია „საქართველოსთვის“ სახელით მყოფი ხალხი უნდა მიხვდეს, რომ გაქცეული გახარია ამათ დასცინის
ბენზინის დეფიციტის გამო, რუსეთი თვითმფრინავებისთვის საწვავის პრობლემებია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics