02:55 - 13 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-02 16:04:03, 1501 ნახვა

სხვადასხვა
დიდუბის გამგეობამ ისტორიული შენობა დაამახინჯა

დიდუბის გამგეობამ მე-19 საუკუნის მიწურულს აგურით ნაშენი სახლი დაამახინჯა. ფაქტის დამადასტურებელი ფოტო და ინფორმაცია თავად, გამგეობამ გამოაქვეყნა.

დიდუბის რაიონში, ვახტანგ და ეგნატე ფიფიების ქ.N5-ში ავარიული სახლის საძირკველის, სარდაფისა და საცხოვრებელი ფართის კედლების გამაგრებითი სამუშაოები დასრულდა. პარალელურად, წერეთლის გამზირ კორპუს N3-სა და სოხუმის ქ. N8-ში გორის შესახვევ N6-სა და N12-ში მდებარე საცხოვრებელ სახლებში საძირკველი გამაგრდა, ხოლო თევდორე მღვდლის ჩიხი 1. N5-ში საძირკველის გამაგრებასთან ერთად, სარდაფისა და პირველ სართულს შორის სეისმური სარტყელისა და სართულშუა გამაგრებითი სამუშაოები დასრულდა.

საცხოვრებელი სახლების გამაგრებით სამუშაოებს რაიონის გამგეობა 2015 წლის ბიუჯეტიდან 90%-ით აფინანსებს, ხოლო ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა, სამუშაოების 10%-ს იხდის.
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის მიერ წარდგენილი პროექტები დიდუბის რაიონის გამგეობამ 136 887 ლარით დააფინანსა.

ივნისის თვეში დიდუბის რაიონის გამგეობაში სხვადასხვა თხოვნით ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებიდან 77 განცხადებაა შესული. ამხანაგობების მიერ შემოტანილი განცხადებების განხილვა და დაფინანსება აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კრიტიკის ცეცხლში მოყოლილი ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის 1.8 მილიარდი დოლარის ოდენობის კომპენსაციის ფონდი დაბლოკა
პაპუაშვილი - პარლამენტში პარტია „საქართველოსთვის“ სახელით მყოფი ხალხი უნდა მიხვდეს, რომ გაქცეული გახარია ამათ დასცინის
ბენზინის დეფიციტის გამო, რუსეთი თვითმფრინავებისთვის საწვავის პრობლემებია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics