00:04 - 13 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-28 00:11:49, 3300 ნახვა

Lifestyle
მანანა კობახიძე აშშ-ს ხელისუფლებას ლგბტ წყვილთა ქორწინების თანასწორობის გამო აკრიტიკებს

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, მმართველი კოალიციის სახე დეპუტატი მანანა კობახიძე "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ჰომოფობიურ ტექსტს ავრცელებს. კობახიძე აშშ-ს მტელს ტერიტორიაზე ლგბტ წყვილების ქორწინების უფლებას ეხმაურება.

"სულ რომ მარტონი დავრჩეთ ამ დედამიწაზე, ყველა ჩვენმა მეგობარმა, პარტნიორმა თუ მოკავშირემ რომ ზურგი გვაქციოს, მე მაინც ვიტყვი რომ ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონება დიდი შეცდომაა, ხელისუფლების მხრიდან დაშვებული შეცდომა, თორემ სხვა დანარჩენ კატეგორიებზე, როგორიცაა ზნეობა, მორალიდა ა.შ ჩემზე უფრო ზნეობრივები და ღირსეულები ილაპარაკებენ, მე მხოლოდ სახელმწიფოზე ვამბობ, კანონმდებლებზე...დღეს ლამის ერთიანად გაცისარტყელდა facebook , ტაში შემოკრეს ამერიკის უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამო, რა ვქნა, თუ მე ვერ შევუერთდი ამ "სიხარულს", მაპატიეთ, ვიცი გამკიცხავთ ზოგიერთები, კრიტიკას არ დაიშურებთ, შეიძლება ქარ-ცეცხლშიც გამატაროთ, მაგრამ, ალბათ აზრის თავისუფლება ის უფლებაა, რაც მაინც მრჩება როგორც საჯარო პირს. თქვენი ნებაა, მაკრიტიკეთ, ოღონდ ადამიანების სიძულვილს, შეუწყნარებლობას, დისკრიმინაციას, რაც მთავარია, რუსეთუმეობას და ამის მსგავსებს ნუ დამაბრალებთ!- წერს კობახიძე





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი - პარლამენტში პარტია „საქართველოსთვის“ სახელით მყოფი ხალხი უნდა მიხვდეს, რომ გაქცეული გახარია ამათ დასცინის
ბენზინის დეფიციტის გამო, რუსეთი თვითმფრინავებისთვის საწვავის პრობლემებია
ორწლიანი პაუზის შემდეგ თელ-ავივში მასშტაბური გეი აღლუმი გაიმართა
ხოშტარია: ვმუშაობდი და გავაგრძელებ მუშაობას „მოღალატე რუსების“ წინააღმდეგ სანქციებზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics