18:18 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-10 12:07:57, 1054 ნახვა

საზოგადოება
ნაძალადევის რაიონში კოროზიული გაზსადენი იცვლება

კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ ნაძალადევის რაიონში მცხოვრები 8 ათასი აბონენტისთვის 50 წლის წინანდელი, ამორტიზებული და ძლიერ კოროზიული გაზის ქსელის სრულ რეაბილიტაციას ახორციელებს. მასშტაბური სამუშაოები ასეულობით ათასი ლარის ღირებულებისაა. აღნიშნულ ქსელზე ათეული წელია, აღდგენითი სამუშაოები არ ჩატარებულა.

ასევე, ნაძალადევის რაიონში, კერძო სახლებში  მცხოვრები აბონენტებისთვის კომპანია უსასყიდლოდ ასრულებს შიდა (ეზოებში) ქსელის რეაბილიტაციას. კომპანია აბონენტებისთვის თანამედროვე დონის, ევროსტანდარტებით დამზადებულ მრიცხველებს საკუთარი ხარჯებით ცვლის. ამჟამად მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები ჟღენტისა და პიონერის ქუჩებზე მიმდინარეობს. გაზის ქსელის რეაბილიტაციისა და მრიცხველების სრულად შეცვლის სამუშაოები 42 ქუჩაზე უკვე დასრულდა, მათ შორის ბახმაროს, ბენდელიანის, ბეჟანიშვილის, გომბორის, ნიკო მარის, კაჭრეთის, კნოლევის, ლამისყანისა და მათ მიმდებარე ქუჩებზე.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა
გომეწრის ხეობაში დაკარგული ახალგაზრდა კაცი გარდაცვლილი იპოვეს
სუს-მა ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების ავარიულად გათიშვის გამო გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყო
მახინჯაურის სანაპიროსთან ზღვაში, სავარაუდოდ, რუსული საბრძოლო მასალა შენიშნეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics