2026-07-25 18:11:16, 252 ნახვა
საზოგადოება
გომეწრის ხეობაში დაკარგული ახალგაზრდა კაცი გარდაცვლილი იპოვეს
თუშეთში დაკარგული ახალგაზრდის, გვარად მარხვაიძის ცხედარი რამდენიმე დღიანი ძებნის შემდეგ მაშველებმა გომეწრის ხეობაში, სოფელ ბეღელას მიმდებარედ, მდინარესთან იპოვეს.
ახალგაზრდას სამაშველო სამსახური და ადგილობრივები რამდენიმე დღის განმავლობაში ინტენსიურად ეძებდნენ.
“მთავარი ამბები კახეთიდან” ოჯახის წევრებზე დაყრდნობით წერს, რომ დაკარგული თუშეთის სოფელ ჯვარბოსელში, დღესასწაულზე მიდიოდა. მარხვაიძე ჯვარბოსელის მიმდებარე ტერიტორიაზე საღამოს ჩავიდა. მათი ვარაუდით, სწორედ ამ მონაკვეთზე, ხიდზე გადასვლისას, წყალში გადავარდა.
ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან