20:45 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-25 11:38:32, 722 ნახვა

სამართალი
ქრთამის აღების ფაქტზე „ეროვნული სატყეო სააგენტოს“ თანამშრომლები დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ქრთამის აღების ფაქტზე „ეროვნული სატყეო სააგენტოს“ ორი თანამშრომელი, პაატა მახარაძე და ავთანდილ ქვარიანი დააკავა.

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით,  ერთ შემთხვევაში ქვემო ქართლის სატყეო სამსახურის წარმომადგენელმა მის დაქვემდებარებაში არსებული ტყის ფონდის ტერიტორიიდან ხის ნერგების უკანონოდ გასხვისების სანაცვლოდ, მოქალაქეს 1 000 ლარი გამოართვა. 

ასევე დაკავებულია კახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომელი, რომელმაც მის დაქვემდებარებაში არსებული ტყის ტერიტორიიდან, სამასალე ხეების უკანონოდ მოჭრის ნებართვის გაცემისა და მოჭრილი მასალის გადაზიდვის დროს მფარველობისათვის  მოქალაქისგან  ქრთამის სახით 800 ლარი აიღო.

ორივე ფაქტზე საგამოძიებო სამსახური აგრძელებს გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვუჩიჩი გადადგომამდე თბილისში ჩამოვა
ესაა სახელმწიფოს პოლიტიკა, რაზეც პასუხისმგებლობა ივანიშვილსა და ოცნებას ეკისრებათ - TI წამებაზე
საია - გავრცელებული შემაშფოთებელი კადრები სისტემური და სისტემატური საპოლიციო ძალადობის კიდევ ერთ ილუსტრაციას წარმოადგენს, რომელიც წლების განმავლობაში ავტორიტარული რეჟიმის ხელწერად იქცა
პირმა წარსულში არსებული დავის ნიადაგზე 2 კაცი მოკლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics