2026-06-14 19:43:51, 266 ნახვა
პოლიტიკა
ვუჩიჩი გადადგომამდე თბილისში ჩამოვა
საქართველოს ოფიციალური ვიზიტით სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ალექსანდარ ვუჩიჩი, მეუღლესთან და სახელმწიფო დელეგაციასთან ერთად ეწვევა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
კერძოდ, 15 ივნისს, სერბი კოლეგის დახვედრის ოფიციალური ცერემონია პრეზიდენტის სასახლეში 15:35 საათზე გაიმართება.
" მიხეილ ყაველაშვილი ალექსანდარ ვუჩიჩთან პირისპირ შეხვედრას გამართავს, სადაც მხარეები ორმხრივი თანამშრომლობისა და პარტნიორობის გაღრმავების საკითხებს განიხილავენ",-ნათქვამია ინფორმაციაში.
ერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდარ ვუჩიჩმა ოფიციალურად განაცხადა, რომ უახლოეს თვეებში თანამდებობიდან გადადგომას გეგმავს.
მან აღნიშნა, რომ უკვე დაიწყო პირადი ნივთებისა და წიგნების გატანა პრეზიდენტის რეზიდენციიდან
ავტორი: ექსპრესნიუსი,