|
2018-09-06 11:29:50, 819 ნახვა
საზოგადოება
მერიამ სოციალურად დაუცველი სტუდენტებისთვის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით განცხადებების მიღება დაიწყო
თბილისის მერიამ, „სოციალურად დაუცველი და წარმატებული სტუდენტების ხელშეწყობის“ ქვეპროგრამის ფარგლებში, შემოდგომის სემესტრის სწავლის გადასახადის დაფინანსებისთვის განცხადებების მიღება დაიწყო. ქვეპროგრამის ფარგლებში, თბილისში რეგისტრირებული, სოციალურად დაუცველი სტუდენტები დაფინანსდებიან, რომელთა ოჯახების სარეიტინგო ქულა 70 000 ან ნაკლებია და სახელმწიფოს მიერ ავტორიზებულ კერძო და სახელმწიფო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლობენ. განცხადებები მიმდინარე წლის 30 ნოემბრის ჩათვლით მიიღება. აუცილებელია, რომ განცხადება და დამატებითი დოკუმენტაცია თბილისის მერიაში სტუდენტმა პირადად წარადგინოს. დაფინანსების მისაღებად საჭიროა შემდეგი დოკუმენტები: პირადობის მოწმობის ასლი; ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიანი ბაზიდან; ცნობა უნივერსიტეტიდან წლიური გადასახადის მითითებით; უნივერსიტეტის საბანკო რეკვიზიტები და ანგარიშფაქტურა; უნივერსიტეტის მიერ გაცემული აკადემიური მოსწრების მაჩვენებელი (გარდა I სემესტრის სტუდენტებისა); I სემესტრის სტუდენტებისათვის სავალდებულოა ერთიან ეროვნულ გამოცდებში მიღებული ქულებისა და შედეგების შესახებ ცნობა; რეკომენდაცია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან (გარდა I სემესტრის სტუდენტებისა); სამოტივაციო წერილი. სოციალურად დაუცველ სტუდენტებზე სწავლის დაფინანსების გაცემა ხდება სემესტრულად, წელიწადში ორჯერ, თითოეულ სტუდენტზე აკადემიური მოსწრების გათვალისწინებით სემესტრული სწავლის გადასახადის 50% , 70% ან 100% -ის ოდენობით (სასწავლო გრანტის 2250 ლარის ფარგლებში).
პროგრამის განმახორციელებელია თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური.
(NS)
FIFA-მ შესაძლოა, IOC-ის გადაწყვეტილების შემდეგ, რუსეთის გუნდების აკრძალვა მოხსნას
ზიდანი დაბრუნდა! მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდამ საფრანგეთის ეროვნული ნაკრები ჩაიბარა.
ზელენსკიმ Wildberry-ზე თავდასხმას უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე რუსეთის მიერ განხორციელებულ დარტყმებზე საპასუხოდ შეაფასა
მოსკოვისა და ტამბოვის ოლქებში მომხდარი დარტყმების შედეგად შვიდი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
კიევსა და სხვა რამდენიმე ქალაქში ფედოროვის მხარდამჭერი საპროტესტო აქციები მეორე დღეა გრძელდება: მონაწილეები სკანდირებენ „სირსკი, წადი!“
უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად მაქსიმ ცუცქირიძე დაინიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)