2026-07-18 13:36:58, 256 ნახვა
სპორტი
ზიდანი დაბრუნდა! მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდამ საფრანგეთის ეროვნული ნაკრები ჩაიბარა.
მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა და „რეალ მადრიდის“ ყოფილი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი საფრანგეთის ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. ამის შესახებ ავტორიტეტულმა ინსაიდერმა ფაბრიციო რომანომ განაცხადა.
ცნობილი 54 წლის მწვრთნელი გუნდს 2028 წლის ევროპის ჩემპიონატისა და 2030 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის მოამზადებს. ზიდანი ხანგრძლივი შესვენების შემდეგ სამწვრთნელო საქმიანობას დაუბრუნდება.
ზიდანის ბოლო სამსახური „რეალ მადრიდი“ იყო, რომელიც მან 2021 წლის ივნისში დატოვა.
სამეფო კლუბთან ერთად ფრანგმა მოიგო ესპანეთის ჩემპიონატი, ჩემპიონთა ლიგა, კოპა დელ რეი, უეფას სუპერთასი და კლუბების მსოფლიო ჩემპიონატი.
ზინედინი დიდიე დეშამს შეცვლის, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში ესპანეთთან 2:0 წააგო.
ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან