14:52 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-05 19:01:41, 1647 ნახვა

საზოგადოება
Berlin Is Out, Tbilisi Is In - Forbes-მა თბილისი წლის ყველაზე ამაღელვებელ ქალაქად დაასახელა

გავლენიანმა გამოცემა Forbes-მა თბილისი ყველაზე მიმზიდველი ქალაქების სიაში შეიყვანა, რომლებიც 2018 წელს აუცილებლად უნდა ნახოთ.

როგორც მოგზაური ჟურნალისტი ბრიანა უილსონი საკუთარ სტატიაში წერს, საქართველო ბოლო წლების განმავლობაში უფრო ცნობილი და პოპულარული გახდა.

"როდესაც საუბარია Georgia-ზე (საქართველოს ინგლისური ვერსია), სულ უფრო მეტი ადამიანი სვამს კითხვას - ქვეყანა თუ შტატი? ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველო ბოლო წლების განმავლობაში უფრო ცნობილი და პოპულარული გახდა. მაგრამ რა არის ამ პატარა კავკასიურ ქვეყანაში, რომლის მოსახლეობა 4 მილიონზე ნაკლებია, ასეთი განსაკუთრებული? ბევრი რამ, მაგალითად: მისი ახალი, ელეგანტური სასტუმროები, რომლებიც მრავლადაა თბილისში; ასევე, ქვეყნის პრო-დასავლური მენტალიტეტი, რომელმაც ქვეყანა ბევრ ასპარეზზე წინ წაწია (საქართველო არის გაეროს წევრი ქვეყანა), აღსანიშნავია მარიხუანას მოხმარების ლეგალიზაციაც. შესაძლოა მისი განსაკუთრებულობა მეღვინეობის 8 000-წლიან ტრადიციაშიც გამოიხატებოდეს, ან შესაძლოა საქმე ჭაჭაშია?! სანამ რომელიმე მიზეზს ავირჩევთ, ვთანხმდებით იმაზე, რომ თბილისი ყველაზე მიმზიდველი ქალაქია, რომელიც აუცილებლად უნდა მოინახულოთ", - წერს ჟურნალისტი.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
FIFA-მ შესაძლოა, IOC-ის გადაწყვეტილების შემდეგ, რუსეთის გუნდების აკრძალვა მოხსნას
ზიდანი დაბრუნდა! მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდამ საფრანგეთის ეროვნული ნაკრები ჩაიბარა.
ზელენსკიმ Wildberry-ზე თავდასხმას უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე რუსეთის მიერ განხორციელებულ დარტყმებზე საპასუხოდ შეაფასა
მოსკოვისა და ტამბოვის ოლქებში მომხდარი დარტყმების შედეგად შვიდი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics