01:30 - 13 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-12 15:36:08, 10264 ნახვა

High - Tech
Samsung Galaxy Tab S4-ის დიზაინი ცნობილია

Samsung Galaxy Tab S4 - სამხრეთკორეული გიგანტი კომპანიის 2018 წლის ფლაგმანი პლანშეტის ვიზუალური და ტექნიკური მხარე ამერიკელი ჟურნალისტის ევან ნელსონის (Evan Nelson Blass) წყალობით ცნობილი გახდა.

ჟურნალისტი - "ინსაიდერი", საკუთარ "ტვიტერზე" Galaxy Tab S4-ის ძალიან რეალისტურ "რენდერებს" აქვეყნებს და ამტკიცებს, რომ ეს სურათები "სამსუნგიდან", პირველწყაროსგან მოიპოვა.

აღნიშნულ სურათებზე ჩანს, რომ პლანშეტს, როგორც მის წინამორბედს მოსახსნელი კლავიატურა და სტილუსი ექნება, თუმცა უცნობია, მოწყობილობას რომელიმე მათგანი მოჰყვება, თუ ცალკე გაიყიდება.

შეგახსენებთ, რომ Tab S4-ის პროგრამული მხარე უკვე ცნობილია. ის "ბენჩმარკის" ტესტებშიც დაფიქსირდა. პლანშეტის "სუპერ ამოლედ" ეკრანის ზომა 10,5 ინჩს, ხოლო რეზოლუცია 1600 x 2560-ს შეადგენს. მას გასული წლის პროცესორი - Qualcomm Snapdragon 835,4 გეგაბაიტი ოპერატიული მეხსიერება და 7300 მილიამპერიანი ელემენტი ექნება.

"სამსუნგის" სიახლეების პრეზენტაცია ბერლინში 31 აგვისტოდან 5 სექტემბრის ჩათვლით დაანონსებულ IFA 2018- ის გამოფენაზე გაიმართება.

ერთადერთი, რაც ჯერჯერობით უცნობია - მოწყობილობის ფასია, მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ კომპანია გასული წლის ფლაგმანის Galaxy Tab s3-ის მაღალი ფასის გამო, დაბალ გაყიდვებს გაითვალისწინებს და სიახლეს უფრო ლიბერალურ საფასარს მიანიჭებს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის 1.8 მილიარდი დოლარის ოდენობის კომპენსაციის ფონდი დაბლოკა
პაპუაშვილი - პარლამენტში პარტია „საქართველოსთვის“ სახელით მყოფი ხალხი უნდა მიხვდეს, რომ გაქცეული გახარია ამათ დასცინის
ბენზინის დეფიციტის გამო, რუსეთი თვითმფრინავებისთვის საწვავის პრობლემებია
ორწლიანი პაუზის შემდეგ თელ-ავივში მასშტაბური გეი აღლუმი გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics