|
2015-05-29 16:27:55, 802 ნახვა
ეკონომიკა
ავღანეთის სამხედრო ოპერაციებში ხუთწლიანი მონაწილეობის შეჯამების კონფერენცია გაიმართა
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შემეცნებით-საგანმანათლებლო ცენტრში „საქართველოს შეიარაღებული ძალების ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობის ხუთი წლის შეჯამების“ კონფერენცია გაიმართა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საბრძოლო მზადყოფნის მონიტორინგის სამმართველოს ანგარიში ავღანეთის ISAF-ის საერთაშორისო მისიაში ქართული კონტინგენტის მონაწილეობის შეფასებასა და გამოცდილების გაზიარებას ისახავდა მიზნად. ღონისძიება საქართველოს სახელმწიფო და შეიარაღებული ძალების დროშების შემოტანით დაიწყო. კონფერენცია საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ გახსნა და ქართველი სამხედროების სამშვიდობო მისიებში მიღებული გამოცდილების მნიშვნელობაზე ისაუბრა. გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ საერთაშორისო პარტნიორებს საქართველოს შეიარაღებული ძალებისთვის გაწეული დახმარებისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. გენერალური შტაბის უფროსმა განვლილ ხუთ წელს საამაყო წელი უწოდა. მან ქართველი სამხედრო მოსამსახურეების წვლილზე ისაუბრა და სურვილი გამოთქვა, შედეგები ბროშურის სახით გამოიცეს. კონფერენცია საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა დახურა. მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ მსგავსი ღონისძიებები მომავალშიც უნდა გაგრძელდეს. თინათინ ხიდაშელმა ავღანეთში მიღებული გამოცდილებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს თემა დისკუსიების საგანი უნდა გახდეს. მან ყურადღება ქართველი სამხედრო მოსამსახურეების პროფესიონალიზმზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან ქართველი ჯარისკაცები მაღალ შეფასებას იმსახურებენ. კონფერენციაში მონაწილეობა გენერალური შტაბის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებმა მიიღეს. ღონისძიებას საქართველოს შეიარაღებული ძალების, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, ასევე, საქართველოში აკრედიტებული უცხო ქვეყნების თავდაცვის ატაშეები დაესწრნენ. დღესვე, შემეცნებით-საგანმანათლებლო ცენტრში ავღანეთის სამშვიდობო მისიაში ქართველი სამხედრო მოსამსახურეების მონაწილეობის ამსახველი ფოტოგამოფენა მოეწყო.
ზელენსკიმ ტრამპთან საუბრის დეტალები გაამხილა
ვუჩიჩი გადადგომამდე თბილისში ჩამოვა
ესაა სახელმწიფოს პოლიტიკა, რაზეც პასუხისმგებლობა ივანიშვილსა და ოცნებას ეკისრებათ - TI წამებაზე
საია - გავრცელებული შემაშფოთებელი კადრები სისტემური და სისტემატური საპოლიციო ძალადობის კიდევ ერთ ილუსტრაციას წარმოადგენს, რომელიც წლების განმავლობაში ავტორიტარული რეჟიმის ხელწერად იქცა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)