21:58 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-24 10:18:43, 2360 ნახვა

კომენტარი
კახაბერ საბანაძე: ჩვენი დაჭრილი თანამშრომლების ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება

შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ კახაბერ საბანაძემ 22 ნოემბერს თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაჭრილი, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ქალაქ თბილისის განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოს თანამშრომლები თბილისის რეფერალურ საავადმყოფოში მოინახულა.

შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დაჭრილი მებრძოლების ჯანმრთელობის მდგომარეობას პირადად გაეცნო. კახაბერ საბანაძემ განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოს თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა სპეცოპერაციის დროს გამოვლენილი მაღალი პროფესიონალიზმისთვის. მან ღრმა მწუხარება გამოთქვა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განსაკუთრებული ღონისძიებების მთავარი სამმართველოს მებრძოლის დაღუპვის გამო.

„მინდა, ღრმა მწუხარება გამოვთქვა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეციალური დანაყოფის თანამშრომლის გარდაცვალების ფაქტზე და მივუსამძიმრო მის ოჯახს. აქვე მსურს, აღვნიშნო, რომ ჩვენი დაჭრილი თანამშრომლების ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. მინდა, მადლობა ვუთხრა ყველა იმ პოლიციელსა და სპეციალური დანაყოფის წარმომადგენელს, რომელიც მონაწილეობას იღებდა სპეცოპერაციაში და მაღალი პროფესიონალიზმი გამოავლინა. მინდა, მადლობა გადავუხადო მათ იმისთვის, რომ მაქსიმალურად დაიცვეს მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხოება“, - განაცხადა კახაბერ საბანაძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ნავროცკიმ ზელენსკის მიმართა „თეთრი არწივის“ სკანდალის ფონზე
ღობის საქმის მოსამართლე: თქვენ ყველანი პატიოსანი ადამიანები ხართ, მაგრამ კანონი დაარღვიეთ
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის პროექტში საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზეა საუბარი
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics