21:24 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-22 15:27:15, 1854 ნახვა

კომენტარი
გიორგი ლომია: ჩემთვის გაუგებარია, სპეცოპერაცია 18 საათის განმავლობაში რატომ მიმდინარეობს

„ჩემთვის გაუგებარია სპეცოპერაცია 18 საათის განმავლობაში რატომ მიმდინარეობს“,-ასე გამოეხმაურა „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი გიორგი ლომია ისანში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მიმდინარე სპეცოპერაციას.

დეპუტატის თქმით, მას პრეტენზია სპეცოპერაციის არასწორ დაგეგმვასთან დაკავშირებით აქვს.

„დაზუსტებული ინფორმაცია მე პირადად არ მაქვს. ჩემთვის გაუგებარია  18 საათი რატომ მიმდინარეობს სპეცოპერაცია, რომლიც წინასწარ იყო დაგეგმილი. ანტიტერორისტულ სამსახურთან მე არ მაქვს პრეტენზია. თანამშრომლები  კარგად არიან მომზადებული. რა  თქმა უნდა  უფრო მეტი პრეტენზია მაქვს  დაგეგმვასთან დაკავშირებით,  იმიტომ რომ არასწორად არის სპეცოპერაცია დაგეგმილი.  რა საშიშროებაც იკვეთება აქ, ეს არის ის, რომ  საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩნდა  ტერორისტული დაჯგუფება,  რომელსაც ასე ვთქვათ,  გააჩნია   შეიარაღების ძალიან დიდი რაოდენობა. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველო არ იყო  გამოყენებული როგორც სატრანზიტო კორიდორი, როგორც ადრე იყენებდნენ ხოლმე მას, არამედ საქართველოს ტერიტორიაზე  მზადდებოდა ტერორისტული აქტი“, - განაცხადა გიორგი ლომიამ.

შეგახსენებთ, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაცია დაახლოებით გრძელდება.

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ნავროცკიმ ზელენსკის მიმართა „თეთრი არწივის“ სკანდალის ფონზე
ღობის საქმის მოსამართლე: თქვენ ყველანი პატიოსანი ადამიანები ხართ, მაგრამ კანონი დაარღვიეთ
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის პროექტში საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზეა საუბარი
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics