15:38 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-08 13:42:37, 1948 ნახვა

კომენტარი
დოლიძე: ნდობის ფონდის იდეა მომწონს, მაგრამ ეს ჯერჯერობით ევროპარლამენტში განხილვის საგანია

„ნდობის ფონდის იდეა მე მომწონს, მაგრამ ეს არის ჯერჯერობით ევროპარლამენტში წამოწეული განხილვის საგანი, რომელიც  შესაძლებელია ითვალისწინებდეს კრიზისულ  ვითარებაში ამ სამი ქვეყნისთვის დახმარების წარმოჩენასა და გამოცდილების გაზიარებას“,-ასე გამოეხმაურა ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე ევროპარლამენტის ინიციატივას საქართველოსთვის, უკრაინისთვის და მოლდოვასთვის ნდობის ფონდის შექმნის თაობაზე.

„ამიტომ მე ამაში კარგის მეტს ვერაფერს ვხედავ. არა მხოლოდ ევროკავშირში, ნატო-ს თვალსაზრისითაც ჩვენ გვქონია ამგვარი  ნდობის ფონდები სხვადასხვა საკითხთან მიმართებაში და თუკი აღმასრულებელ დონეზე   ევროკომისიაში იქნება მიღებული ამგვარი გადაწყვეტილება, არ იქნებოდა ურიგო. მოდით, მოვლენებს წინ ნუ გავუსწრებთ, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ინიცირება და პოლიტიკური ნება-სურვილი და ინიციატივა ევროპარლამენტისა. ჩემი აზრით, კარგი იდეაა, მაგრამ ამას სჭირდება განვრცობა, განვითარება, ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების  მიღება. რამდენად მოხერხდება ეს აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტამდე, ამას თვითონ პროცესი გვიჩვენებს“,-განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.

შეგახსენებთ, ევროპარლამენტი ახალი ინიციატივით გამოდის, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტამდე, ევროკავშირის საქართველოსთან, უკრაინასთან და მოლდოვასთან ურთიერთობების გაღრმავება მოხდეს, - ამის შესახებ ევროპარლამენტის მიერ გავრცელებულ ანგარიშშია ნათქვამი.

სხვა საკითხებთან ერთად, ანგარიშში საუბარია საქართველოსთვის, უკრაინისათვის და მოლდოვასთვის მიზნობრივი ფონდის შექმნაზე. უფრო კონკრეტულად კი, მიზნობრივი ფონდი არის განვითარების ინსტრუმენტი, რომელიც ევროკავშირის მისცემს შესაძლებლობას კრიზისულ და პოსტკრიზისულ სიტუაციებში სწრაფად და მოქნილად იმოქმედოს. ამ ფონდის ფარგლებში მოზიდული იქნება საჯარო და კერძო დონორების რესურსები, რათა სოციალური და ეკონომიკური გაუმჯობესების პროექტებში ინვესტირება მოხდეს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
23-25 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
Nestle-მ ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ ტელეკომპანია „იმედში“ რეკლამის განთავსების გამო შიდა გამოძიება დაიწყო
ხალხის ფულით ივანიშვილის რეჟიმი 2026 წელს გამოშვებულ 592 ახალ ავტომობილს ₾47 მილიონად ყიდულობს
5 თვეში, ივანიშვილის რეჟიმმა საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics