07:24 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-06 09:54:10, 2059 ნახვა

მსოფლიო
ტეხასში, ბაპტისტურ ეკლესიაზე თავდამსხმელი, აშშ-ს საჰაერო ძალებიდან ცოლ-შვილის ცემის გამო გაათავისუფლეს

ტეხასში, ბაპტისტურ ეკლესიაზე თავდამსხმელის ვინაობა ცნობილია.ის 25 წლის  დევინ კელია, რომელიც 2014 წლამდე  აშშ-ს საჰაერო ძალებში მსახურობდა. BBC -ის ინფორმაციით, ის მეუღლისა და შვილის  ფიზიკური  შეურაცხყოფისთვის  გაათავისუფლეს.

ამერიკის შტატ ტეხასში სროლის შედეგად სულ მცირე 27 ადამიანი დაიღუპა.

შეიარაღებული მამაკაცი ბაპტისტურ ეკლესიაში შევიდა და ცეცხლი გახსნა. შემთხვევა საზერლენდ სპრინგსში ადგილობრივი დროით 11:30 საათზე მოხდა.

მედიის ცნობით, თავდასხმის შედეგად კიდევ 25-მდე ადამიანი დაშავდა. 

როგორც BBC წერს, თავდამსხმელი ლიკვიდირებულია. თავდასხმის მოტივი უცნობია.

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics