11:50 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-29 11:04:28, 1945 ნახვა

კომენტარი
კობახიძე: ნუცუბიძის პლატოზე მამაკაცის გარდაცვალების საქმე პარლამენტის განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ იქნება

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ნუცუბიძის პლატოზე გარდაცვლილი ახალგაზრდა მამაკაცის ოჯახს სამძიმარს უცხადებს. როგორც კობახიძემ ტელეკომპანია „იმედთან“ ინტერვიუში განაცხადა, აღნიშნული საქმე  პარლამენტის განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ იქნება.

„განსაკუთრებული ყურადღებაა საჭირო, როდესაც საქმე ეხება ადამიანის დაღუპვას ვითარებაში, სადაც პოლიციაა ჩართული და ბუნებრივია, ეს საქმე იქნება პარლამენტის განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ. რა თქმა უნდა, ყველაფერი გამჭვირვალედ უნდა წარიმართოს. ჩვენ, კომუნიკაცია გვექნება შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და პარლამენტის მხრიდან რა ბერკეტის გამოყენებაც იქნება საჭირო იმისთვის, რომ ყველაფერს რაც შეიძლება მალე მოეფინოს ნათელი, ეს ბერკეტები აუცილებლად იქნება გამოყენებული. ოპოზიცია მოითხოვს ამას, თუ უმრავლესობა, მთავარია, რომ პარლამენტმა თავისი ფუნქცია სათანადოდ შეასრულოს. ამის უზრუნველყოფა ჩემი ფუნქციაა და ამაში აქტიურად ვიქნები ჩართული“,-აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ამავე თემაზე

http://epn.ge/index.php?id=54475





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„როცა უბრალოდ ერთად ვართ“ - „თეგეტაში“ მამის დღე აღნიშნეს
გულია: აფხაზეთს შეუძლია დღეში ათასი უპილოტო საფრენი აპარატით შეუტიოს საქართველოს და 10 დღეში გაიმარჯვოს
„რუმს ჰოტელსისა“ და „აჭარა ჯგუფის“ დამფუძნებელი თემურ უგულავა გარდაიცვალა
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics