|
2015-01-15 14:50:08, 2274 ნახვა
პოლიტიკა
კოჟორიძე: სამწუხაროდ, პრეზიდენტი ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას ვერ შეხვდება
ადამიანის უფლებებისა და მართლმსაჯულების საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველი კახა კოჟორიძე არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, ისინი პრეზიდენტთან დღევანდელ შეხვედრაზე არ დაუშვეს. როგორც კოჟორიძემ აღნიშნა, სამწუხაროდ, პრეზიდენტი ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას ვერ შეხვდება. მისივე განმარტებით, გიორგი მარგველაშვილმა შეხვედრა იმ კოალიციის ყველა წევრ ორგანიზაციას შესთავაზა, რომლებიც მართლმსაჯულების თემაზე წლებია, სისტემურად მუშაობენ. თუმცა, კოჟორიძე არ გამორიცხავს, რომ მომავალში პრეზიდენტი სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებსაც შეხვდეს. „2011 წლიდან არსებობს კოალიცია „დამოუკიდებელი გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“, რომელიც 30-ზე მეტ ორგანიზაციას აერთიანებს. საქართველოს პრეზიდენტმა შესთავაზა შეხვედრა ამ კოალიციის ყველა წევრ ორგანიზაციას. დღეს თქვენ ნახეთ როგორი ფართო შეხვედრა იყო. არასამთავრობო ორგანიზაცია ძალიან ბევრი არსებობს და უნდა გავითვალისწინოთ ობიექტური რეალობა, რომ სამწუხაროდ პრეზიდენტი ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას ვერ შეხვდება. ყოველშემთხვევაში, ამ ეტაპზე ასე გადაწყდა იმიტომ, რომ ფიზიკურად ვერ დაიტევს ის დარბაზი, სადაც იყო შეხვედრა. თუმცა, მომავალში ალბათ შესაძლებელია სხვა ორგანიზაციებსაც შეხვდეს, მაგრამ ჩვენ არ გვინდა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციამ და უშუალოდ პრეზიდენტმა შერჩევითად იმოქმედოს, რომ ამას შევხვდი იმას არ შევხვდები, ამიტომ, შესთავაზა შეხვედრა იმ გაერთიანებას, რომელიც ამდენი წელია მართლმსაჯულების თემაზე სისტემურად მუშაობს და პრაქტიკულად ყველა იმ ორგანიზაციას აერთიანებს, რომელიც ამ თემაზე მუდმივად მუშაობს. თუ სხვებიც არინ, ალბათ დავფიქრდებით, რა ფორმატით შეიძლება შეხვედრა“, - განაცხადა კახა კოჟორიძემ. ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის შერჩევასთან დაკავშირებით, კოალიციაში „დამოუკიდებელი გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ შემავალი 21 არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელს შეხვდა.
პაპუაშვილი - პარლამენტში პარტია „საქართველოსთვის“ სახელით მყოფი ხალხი უნდა მიხვდეს, რომ გაქცეული გახარია ამათ დასცინის
ბენზინის დეფიციტის გამო, რუსეთი თვითმფრინავებისთვის საწვავის პრობლემებია
ორწლიანი პაუზის შემდეგ თელ-ავივში მასშტაბური გეი აღლუმი გაიმართა
ხოშტარია: ვმუშაობდი და გავაგრძელებ მუშაობას „მოღალატე რუსების“ წინააღმდეგ სანქციებზე
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)