21:44 - 12 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-19 11:26:12, 8688 ნახვა

High - Tech
აშშ-ის კონგრესმა სახელმწიფო დაწესებულებებს ანტივირუსული პროგრამა „კასპერსკის“ გამოყენება აუკრძალა

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმა სახელმწიფო დაწესებულებებს, ანტივირუსული პროგრამა "კასპერსკის" გამოყენება აუკრძალა, - ამის შესახებ Bloomberg-ი იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, ეს ცვლილება, 2018 წლის ფინანსურ ბიუჯეტში შეიყვანეს. მას მხარი 89 სენატორმა დაუჭირა, 8 სენატორი წინააღმდეგი იყო. კონგრესმენები ვარაუდობენ, რომ "კასპერსკის" პროდუქციაში შესაძლოა დამატებული იყოს ჰაკერული სისტემა ინფორმაციის გამოძალვისთვის.

13 სექტემბერს, ამერიკის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქვეყნის ყველა სამოქალაქო სახელმწიფო დაწესებულებას მოუწოდა, 90 დღის განმავლობაში „კასპერსკის“ ყველა პროდუქტი წაეშალათ, თუმცა სამართალდამცავი ორგანოები აღნიშნულ დირექტივას არ ექვემდებარებიან.

მედიის ცნობით, მაისში სენატის სადაზვერვო კომიტეტის მოსმენაზე აშშ-ის დაზვერვის 6 სააგენტოს წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მათთვის არაკომფორტულია ოფისებში ისეთ კომპიუტერებზე მუშაობა, რომელშიც რუსული პროგრამაა ჩაწერილი.

მიმდინარე წლის 23 აგვისტოს, აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი კიბერუსაფრთხოების საკითხებში რობ ჯოისი ამერიკელ მომხმარებლებს მოუწოდებს, ანტივირუსი „კასპერსკი“ არ გამოიყენონ.

მე არ ვიყენებ „კასპერსკის ლაბორატორიის“ პროდუქტს. ვწუხვარ, რომ რუსეთმა ჩვენს ქვეყანასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი რამ არასწორად გააკეთა. მათ კონტროლი და დიდი მოცულობის ინფორმაცია გააჩნიათ, რომელიც რუსეთში აღნიშნული კომპანიიდან მოდის. ეს ძალიან მაწუხებს ", - განაცხადა რობ ჯოისმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი - პარლამენტში პარტია „საქართველოსთვის“ სახელით მყოფი ხალხი უნდა მიხვდეს, რომ გაქცეული გახარია ამათ დასცინის
ბენზინის დეფიციტის გამო, რუსეთი თვითმფრინავებისთვის საწვავის პრობლემებია
ორწლიანი პაუზის შემდეგ თელ-ავივში მასშტაბური გეი აღლუმი გაიმართა
ხოშტარია: ვმუშაობდი და გავაგრძელებ მუშაობას „მოღალატე რუსების“ წინააღმდეგ სანქციებზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics