17:56 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-26 17:29:07, 2252 ნახვა

საზოგადოება
თბილისის ლიგა - უქიმერიონი პირველი წრის ლიდერია!

გასულ უქმეებზე, „მოყვარულთა თასი 2017“-ის ფარგლებში, თბილისის უმაღლესი ლიგის პირველი წრის ბოლო ტურის მატჩები გაიმართა.

დიდი ინტერესი გამოიწვია „კვარტლურმა დერბიმ“ „35 -ე თბილისსა“ და „კვარტალს“ შორის, რომელშიც „35-ე თბილისმა“ 5:0 გაიმარჯვა. სხვა შეხვედრებში იმარჯვეს ლიდერებმა და შესაბამისად სატურნირო ცხრილის მოწინავე პოზიციები არ შეცვლილა.

რაც შეეხება პირველ ლიგას, აქ ერთმანეთს გათამაშების ლიდერები „დადიანი“ და „თ.ს სასამართლო“ დაუპირისპირდა. დაძაბული შეხვედრა უგოლო ფრედ 0:0 დასრულდა. დანარჩენ შეხვედრებში მოულოდნელი შედეგი არ დაფიქსირებულა, შესაბამისად სატურნირო ცხრილში მნიშვნელოვანი ცვლილებები არ მომხდარა.

შემდეგი შაბათ - კვირა თბილისის მერიის თასის ნახევარფინალურ დაპირისპირებებს დაეთმობა.

პროექტის საინფორმაციო მხარდამჭერები არიან: ტელეკომპანია „აჭარა“, ტელეკომპანია „თრიალეთი“, ინტერნეტ პორტალები: „მსოფლიო სპორტი“, „Goal.ge“, “1news.ge”, “epn.ge”, “ავტორადიო”, რადიო „ჯაკო“.

თბილისის ლიგის მხარდამჭერია თბილისის მერია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დონალდ ტრამპი ანკარაში ჩავიდა
პაპუაშვილი: ევროკავშირს აღარ აქვს ფუფუნება, საკუთარ თავს კვლავ ექსკლუზიურ კლუბად აღიქვამდეს
დეპარტამენტი: ავტობანის ლანჩხუთი-ლესას მონაკვეთი 9 ივლისამდე ჩაიკეტება
უკრაინის გენშტაბი რუსეთში დაბომბილი სტრატეგიული ობიექტების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics