|
2026-07-07 15:59:25, 320 ნახვა
საზოგადოება
დეპარტამენტი: ავტობანის ლანჩხუთი-ლესას მონაკვეთი 9 ივლისამდე ჩაიკეტება
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 2026 წლის 6 ივლისიდან 9 ივლისის 12:00 საათამდე ლანჩხუთისა და ლესას სატრანსპორტო კვანძებზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება.
ამავე დეპარტამენტის ინფორმაციით, „სამტრედია-გრიგოლეთის ავტომაგისტრალის კმ30-კმ42 (მე-3) მონაკვეთის მშენებლობის ფარგლებში, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჯაპანა-ლანჩხუთის შემოსავლელი-ლესას საავტომობილო გზაზე, N1 სახიდე გადასასვლელთან, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საჭირო სამუშაოები განხორციელდება“. დეპარტამენტი ავტომობილების მძღოლებს მოუწოდებს, გადაადგილებისას გაითვალისწინონ დაწესებული შეზღუდვები და იხელმძღვანელონ ადგილზე განთავსებული საგზაო ნიშნებით. ეს მონაკვეთი 4 და 5 ივნისსაც იყო ჩაკეტილი.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)