18:09 - 07 Jul, 2026
|
2017-04-28 19:17:03, 2242 ნახვა
პოლიტიკა
კელი: პრეზიდენტ მარგველაშვილს საქართველოს დემოკრატიის განვითარების პროცესში დიდი როლი აქვს
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იან კელი საკონსტიტუციო ცვლილებებს გამოეხმაურა. ელჩის თქმით, ის კონსტიტუციის რეფორმის პროცესს ინტერესით აკვირდება. „პროცესს ყურადღებით ვაკვირდებით. ვაფასებ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის როლს, მას ძალიან დიდი როლი აქვს საქართველოს განვითარების პროცესში. ამ პროცესში ბევრი დაინტერესებული მხარეა ჩართული, როგორც მთავრობაში, ასევე ოპოზიციაში და უფრო ფართოდ კი სამოქალაქო საზოგადოებაში, რაც მისასალმებელია. პროცესი დასრულებული ჯერ არ არის და ველით, როგორ დასრულდება“,-აღნიშნა იან კელიმ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)