01:51 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-09 11:38:56, 658 ნახვა

საზოგადოება
გიორგი კვირიკაშვილი: 9 აპრილის მსგავსი ერთიანობა მენატრება

„მენატრება ისეთი ერთიანობა, როცა შეიძლებოდა ადამიანები საქართველოს ერთიანობის იდეის გარშემო ყოფილიყვნენ“, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა რუსთაველის გამზირზე 9 აპრილის მემორიალთან განაცხადა, სადაც მან დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო. 

მისივე თქმით, ქართველი ერი ქვეყნის ერთიანობისთვის მშვიდობიანად იბრძოლებს.  

„საქართველოსთვის 9 აპრილი დარჩა დღედ, როდესაც მთელი ერი ერთმუშტად შეკრული იდგა ერთი იდეის გარშემო.  მე ნამდვილად მენატრება ასეთი ერთიანობა, როცა მართლაც შეიძლებოდა, რომ ადამიანები ყოფილიყვნენ მთლიანად სოლიდარული, საქართველოს დამოუკიდებლობის და ერთიანობის იდეის გარშემო. ჩვენ ალბათ კიდევ მოგვიწევს გაერთიანება, იმისათვის, რომ ჩვენი ერი გავამთლიანოთ, ადამიანების გულები გავაერთიანოთ, ჩვენი ძმების აფხაზების და ოსების გულები, ჩვენს მთლიან საქართველოსთან ერთად  და ეს მიიღწევა მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანად, თავდაუზოგავი შრომით, ერთიანობითა და სიყვარულით“, – აღნიშნა კვირიკაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკიმ ტრამპთან საუბრის დეტალები გაამხილა
ვუჩიჩი გადადგომამდე თბილისში ჩამოვა
ესაა სახელმწიფოს პოლიტიკა, რაზეც პასუხისმგებლობა ივანიშვილსა და ოცნებას ეკისრებათ - TI წამებაზე
საია - გავრცელებული შემაშფოთებელი კადრები სისტემური და სისტემატური საპოლიციო ძალადობის კიდევ ერთ ილუსტრაციას წარმოადგენს, რომელიც წლების განმავლობაში ავტორიტარული რეჟიმის ხელწერად იქცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics