16:15 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-23 14:36:36, 2060 ნახვა

სამართალი
გიორგი მღებრიშვილი ევროკომისარ იოჰანეს ჰანს შეხვდა

ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, შინაგან საქმეთა  მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარს, იოჰანეს ჰანს შეხვდა.

უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოს შს სამინისტროში ბოლო წლებში გატარებულ მნიშვნელოვან რეფორმებზე, მათ შორის, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით მიღწეულ პროგრესზე ისაუბრეს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის წარმატებით დასრულების პროცესში შსს-ს მიერ შეტანილი წვლილი.

გიორგი მღებრიშვილმა შენგენის ქვეყნებში საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის პოლიტიკურ და სტრატეგიულ მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და ევროკავშირს ევროინტეგრაციის პროცესში მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

საქართველოს შს მინისტრმა სამინისტროში განხორციელებულ იმ მნიშვნელოვან რეფორმებზე ისაუბრა, რომლებიც უწყების დასავლურ სტანდარტებთან მიახლოებას ისახავს მიზნად. გიორგი მღებრიშვილმა ევროკომისარს მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები გააცნო, მათ შორის, მულტიფუნქციური და მაღალტექნოლოგიური ერთობლივი ოპერაციების ცენტრი, კრიმინალური პოლიციის რეფორმირება, ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო საქმიანობა, შსს-ს აკადემიის საერთაშორისო სასწავლო ცენტრად გარდაქმნა და სხვა.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოს შსს-მ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის განვითარების კუთხით, რაც ევროკომისიის მიერ პოზიტიურად შეფასდა.

შეხვედრის დასასრულს გიორგი მღებრიშვილმა და იოჰანეს ჰანმა სამომავლო თანამშრომლობის გეგმები განიხილეს.

შს მინისტრმა ხაზი გაუსვა ევროკომისიის მხარდაჭერის მნიშვნელობას სტრატეგიული პროექტებისა და პროგრამების განხორციელების მიმართულებით, როგორიც არის საზღვრის დაცვა და უსაფრთხოება, ასევე, საგანგებო სიტუაციების მართვის სფეროს რეფორმირება. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
23-25 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
Nestle-მ ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ ტელეკომპანია „იმედში“ რეკლამის განთავსების გამო შიდა გამოძიება დაიწყო
ხალხის ფულით ივანიშვილის რეჟიმი 2026 წელს გამოშვებულ 592 ახალ ავტომობილს ₾47 მილიონად ყიდულობს
5 თვეში, ივანიშვილის რეჟიმმა საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics