|
2017-03-20 11:17:14, 2054 ნახვა
ეკონომიკა
საქსტატი: იანვარ-თებერვალში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2016 წლის შესაბამის მაჩვენებელზე 18%-ით მეტი შეადგინა
2017 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 1423 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 18 პროცენტით მეტია; ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. „აქედან ექსპორტი 356 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (27 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 1067 მლნ. აშშ დოლარს (15 პროცენტით მეტი). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2017 წლის იანვარ-თებერვალში 712 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 50 პროცენტი შეადგინა. ამავე პერიოდში ექსპორტმა რეექსპორტის გარეშე 289 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 28 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს. საქართველოს საგარეო ვაჭრობაში ჩამოყალიბებულ ზოგად ტენდენციებს ასახავს გრაფიკული გამოსახულება 2012-2017 წლების დინამიკური მწკრივის მიხედვით. 2017 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 375 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 15 პროცენტით მეტია. აქედან ექსპორტი 102 მლნ. აშშ დოლარი იყო (31 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 274 მლნ. აშშ დოლარი (10 პროცენტით მეტი). საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ამ ქვეყნების წილმა 26 პროცენტი შეადგინა, მათ შორის ექსპორტში 29 პროცენტი და იმპორტში 26 პროცენტი (2016 წლის იანვარ- თებერვალში შესაბამისად 27, 28 და 27 პროცენტი). ევროკავშირის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 24 პროცენტი (2016 წლის იანვარ-თებერვალში 26 პროცენტი) დსთ-ის ქვეყნებთან საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2017 წლის იანვარ-თებერვალში 497 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა (2016 წლის იანვართან შედარებით 40 პროცენტით მეტი). აქედან ექსპორტი 129 მლნ. აშშ დოლარი (75 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 367 მლნ. აშშ დოლარი იყო (31 პროცენტით მეტი). საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში დსთ-ის ქვეყნების წილი 35 პროცენტი იყო, მათ შორის ექსპორტში 36 პროცენტი და იმპორტში 34 პროცენტი (2016 წლის იანვარ-თებერვალში შესაბამისად 29, 26 და 30 პროცენტი). 2017 წლის იანვარ-თებერვალში დსთ-ის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 33 პროცენტი (2016 წლის იანვარ-თებერვალში 32 პროცენტი). 2017 წლის იანვარ-თებერვალში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 67 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორებია თურქეთი (198 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (163 მლნ. აშშ დოლარი) და აზერბაიჯანი (146 მლნ. აშშ დოლარი). 2017 წლის იანვარ-თებერვალში, სასაქონლო ჯგუფებიდან, საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა, 58 მლნ. აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 16 პროცენტი შეადგინა. ფეროშენადნობების ექსპორტი 53 მლნ. აშშ დოლარს და შესაბამისად, მთლიანი ექსპორტის 15 პროცენტს უდრიდა. მესამე ადგილზე ყურძნის ნატურალური ღვინოების ჯგუფი იმყოფებოდა. ამ სასაქონლო ჯგუფის ექსპორტმა 20 მლნ. აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 6 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2017 წლის იანვარ-თებერვალში ნავთობის აირები და აირისებრი ნახშირწყალბადები იყო, რომლის იმპორტმა 109 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 10 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილზე იმყოფებოდა ნავთობის და ნავთობპროდუქტების სასაქონლო ჯგუფი 70 მლნ. აშშ დოლარით, რაც იმპორტის 7 პროცენტი იყო. მესამე ადგილზე სპილენძის მადნების და კონცენტრატების სასაქონლო ჯგუფი დაფიქსირდა 59 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 6 პროცენტი)“,-ნათქვამია საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)