11:51 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-08 15:31:01, 2297 ნახვა

სამართალი
პროკურატურა: დეკანოზი გიორგი მამალაძე ცდილობდა Google-ში პატრიარქის არჩევის წესის შესახებ ინფორმაცია მოეპოვებინა

მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, დაკავებული დეკანოზი გიორგი მამალაძე პატრიარქის არჩევის წესის შესახებ ინტერნეტით ინფორმაციის მოძიებას ცდილობდა.

უწყების მიერ გამოქვეყნებული მტკიცებულებებით ირკვევა, რომ  4 თებერვალს ბრალდებული დეკანოზი საძიებო სისტემა Google-ში წერს სიტყვებს "პატრიარქის არჩევის წესი" და ვებგვერდზე Orthodoxy.ge საქართველოს ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულებას ეცნობა.

5 თებერვალს ბრალდებული გიორგი მამალაძე ვებ-გვერდზე orthodoxy.ge პატრიარქის არჩევის წესის შესახებ ინფორმაციას კვლავ ეცნობა. 

გარდა ამისა, ბრალდებულის კუთვნილ “SAMSUNG”-ის ფირმის მობილურ ტელეფონზე ჩატარებული კომპიუტერული ექსპერტიზის დასკვნით, დადგინდა  რომ გიორგი მამალაძე, მკვლელობის მიზნით კალიუმის ციანიდის შესახებ ინფორმაციის მოძიებას ცდილობდა ინტერნეტ საძიებო სისტემა GooGle-ის მეშვეობით. იგი ასევე ინტერესდებოდა აღნიშნული ნივთიერების ზემოქმედებით ადამიანის ორგანიზმზე და მოწამვლის სიმპტომებით. 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„როცა უბრალოდ ერთად ვართ“ - „თეგეტაში“ მამის დღე აღნიშნეს
გულია: აფხაზეთს შეუძლია დღეში ათასი უპილოტო საფრენი აპარატით შეუტიოს საქართველოს და 10 დღეში გაიმარჯვოს
„რუმს ჰოტელსისა“ და „აჭარა ჯგუფის“ დამფუძნებელი თემურ უგულავა გარდაიცვალა
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics